მილტონ ჰეიგი: ნაკრებიდან ჩემი წასვლის დრო მოვიდა

მილტონ ჰეიგი: ნაკრებიდან ჩემი წასვლის დრო მოვიდა

„მსოფლიო რაგბმა “ ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელ მთავარ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს სტატია მიუძღვნა, სადაც ის ამბობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებს.

„საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მწამს, ჩემი დრო მოვიდა. ვფიქრობ, ქართველ მორაგბეებს ახლა ვინმე სხვა ჭირდებათ“ - ამბობს ჰეიგი, რომელმაც ბორჯღალოსნები მებრძოლი გუნდიდან კონკურენტუნარიან გუნდად აქცია.

ჰეიგის თქმით, 14 წლის განმავლობაში გამომცემლობით ბიზნესსა და კორპორატიულ სამყაროში მუშაობა, მას დაეხმარა იმ ფილოსოფიის შემუშავებაში, რომელსაც ის სამწვრთნელო კარიერაში იყენებს:

„ადრეულ ასაკში ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა მასწავლა - „მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელსაც თქვენს შემდეგ დატოვებთ და არა ის, რას აკათებთ ამჟამად“. საქართველოს ნაკრებიდან კმაყოფილების შეგრძნებით მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიღე იმისათვის, რომ ეს ბიჭები უკეთესი გამხდარიყვნენ. თავი სრულად დავუთმე სამსახურს. ჩემი ოჯახი სრულად შეერწყა ქართულ კულტურას და ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი გავხდით“. - ამბობს ჰეიგი.

ჰეიგმა 2017 წელსაც იაპონური კლუბ „ქენონ იგლსისგან“ ხელსაყრელი წინადადება მიიღო და ბორჯღალოსნების დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადააფიქრებინა. ამჯერად კი ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედო ჯოუნსთან მეგობრობამ, ჰეიგი სხვა იაპონური კლუბის წინადადებასთან მიიყვანა, რასაც ახალ ზელანდიელი ამჯერად დათანხმდა:

„ედისთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ ‘სანტორისგან’ საინტერესო წინადადება იყო. იაპონიაში მუშაობა ყოველთვის მინდოდა და ეს ჩემი მეორე შანსი იყო“. - აღნიშნა მწვრთნელმა.

ჰეიგმა არ იცის ვინ შეცვლის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაბამის კანდიდატურას მიიზიდავს.

მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნების მწვრთნელი 2011 წლიდან არის. ამ პერიოდის განმავლობაში მან საქართველოს ნაკრებს 2015 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება მოაპოვებინა, ტონგასთან გამარჯვების შემდეგ კი 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლებაც მიიღო.