კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ისევ დაშავდა. არგენტინელმა „ვილიარეალთან“ ლა ლიგის კალენდარული მატჩის შესვენებაზე შეცვლა ითხოვა და მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოსულა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მიმდინარე სეზონში პირველად თამაშობდა სასტარტო შემადგენლობიდან. ჯერჯერობით უცნობია ცვლილება ტრავმის რეციდივმა გამოიწვია თუ უბრალოდ თავი დაიზღვიეს. ყველაფერი უახლოეს ხანებში, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მესი გუშინ ფიფას 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მიმდინარე სეზონი კი მისთვის არც ისე წარმატებით დაიწყო, რადგან კუნთის პრობლემის გამო უქმობა მოუწია.