ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ეხმიანება გერმანელი დეპუტატის (AFD), მარტინ ვინცენის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.
აბაშიძე დადებითად აფასებს გერმანელი დეპუტატის, მარტინ ვისენის განცხადებას, რომელმაც მკაფიოდ გააკრიტიკა ევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.
„მისასალმებელია, რომ გერმანელი დეპუტატი (AFD) მარტინ ვინცენი ხმამაღლა საუბრობს ევროკავშირის უხეშ ჩარევებზე საქართველოს შიდა საქმეებში.
ევროკრატია ისე გათავხედდა, რომ ნორმად მიაჩნია უცერემონიო დიქტატი სუვერენულ სახელმწიფოებზე. ჩვენი ხალხი კი არ დაუშვებს, რომ ვიღაც ჩინოსნები თითებს გვიქნევდნენ გარედან.
ევროკავშირი ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობას და არა მახინჯ ნეოკოლონიალისტურ ინსტრუქციებს.
გერმანელმა პარლამენტარმა, დოქტორმა მარტინ ვინცენმა მის ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა:
„გერმანია საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან ცუდად მოქმედებს. ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობები გავიფუჭეთ. ვერევით სხვის საქმეში როდესაც თან არ გვაქვს ხელთ შესაბამისი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტები...
საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოდან და არა ევროკავშირიდან!
სამწუხაროდ, ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულებით და სხვათა საქმეში ერევა. ჩვენთვის ეს დაუშვებელია და მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს საერთო ევროპული პოლიტიკა შიდა პოლიტიკისგან. აუცილებელია სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის პატივისცემა. სხვათა შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა. დაუშვებელია სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა ისე, როგორც ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გამოყენებით ხდებოდა. საქართველო უდიდესი ტრადიციების უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სხვა თუ არაფერი, თქვენ კაცობრიობას ღვინო და ბევრი სხვა შესანიშნავი რამ აჩუქეთ. ჩვენთვის სასურველია თქვენთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს შიდა საქმეებში ევროკავშირის სახელით ჩარევა. ჩვენ ევროკავშირს უპირველეს ყოვლისა როგორც სამშობლოთა კავშირს ისე ვუყურებთ. საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოდან და ქართული პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს ქართველი პოლიტიკოსების მიერ და არა ევროკავშირის მიერ, რომელიც საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებშიც უხეშად ერევა““,- წერს გია აბაშიძე.