ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სერგეი ლავროვმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სერგეი ლავროვმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ. აუდიენციის შესახებ ინფორმაცია რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა გაავრცელა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სერგეი ლავროვმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს. ოფიციალური წყაროს ცნობით, განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერსაც შეხვდება. მხარეები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავენ.

ტრამპმა ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინაში არსებული კორუფციული გარემო სახელდება.

გაეროს 74-ე ასამბლეა 17 სექტემბერს გაიხსნა. მაღალი დონის შეხვედრები კი 24 სექტემბერს დაიწყო. გაეროს 74-ე ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 25 სექტემბერს გამოვა. სესია 27 სექტემბერს დაიხურება.