სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბსა და ალეპოში 30-ზე მეტი სოფელი დაიკავეს

სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბსა და ალეპოში 30-ზე მეტი სოფელი დაიკავეს

სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბსა და ალეპოში 30-ზე მეტი სოფელი დაიკავეს და 250 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ისინი ქალაქ ალეპოს 5 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ და სამხედრო აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.

დანაკარგები აქვთ ამბოხებულებსაც, რომელთა პოზიციებზეც სამთავრობო ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების ზონა ათობით ათასმა ადამიანმა დატოვა.