ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ამ ზაფხულს სან სებასტიანიდან გრან კანარიაში გადავიდა. ახალ გუნდთან ერთად მან უკვე ორი მატჩი გამართა და კარგად ჩანს, რომ მომავალ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
ბექამ პირველი კანარელთა რიგებში პირველი მატჩი ესტუდიანტესთან გამართა. გრან კანარიამ 89:81 მოიგო, რაშიც ქართველმა ფორვარდმა 9-ქულიანი წვლილი შეიტანა.
მან მოედანზე 20 წუთი გაატარა და 9 ქულასთან ერთად 5 მოხსნა ჩაიწერა.
სეზონის მეორე საკონტროლო მატჩი ბურჯანაძის გრან კანარიამ პორტუგალიურ ბენფიკასთან გამართა. კუნძულელებმა ამჯერად დამაჯერებლად იმარჯვეს - 103:69.
ბურჯანაძე უკვე სასტარტო შემადგენლობაში იყო და, მართალია, ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ მეტი ჩააგდო: 14 წუთი, 13 ქულა. მან 4-დან 2 სამიანი, 4--დან 3 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას მან 2 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა.