სამშენებლო სექტორსა და ეროვნულ ბანკს შორის კამათი არ წყდება. ორივე მხარე მუდმივად თავისი პოზიციის დაცვითაა დაკავებული. საქმეში უკვე მთავრობის წევრებიც ჩაერთვნენ.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის აზრით, სამშენებლო სექტორში კლება მხოლოდ საბანკო რეგულაციებით არ იყო გამოწვეული. მისი აზრით, სამშენებლო სექტორში ე.წ „გაფუჭებული სესხების“ პროცენტული მაჩვენებელი იმდენად მცირე იყო, რომ განსაკუთრებულ დარეგულირებას არ საჭიროებდა, რაც საბოლოოდ ეროვნულმა ბანკმაც გაიზიარა. გარდა ამისა, ბოლო ორი თვეა, რაც სამშენებლო სექტორში არის სოლიდური ზრდა და მშპ-ს მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სამშენებლო სექტორს უჭირავს.
„იყო შეხვედრა დეველოპერებთან, ბანკებთან და ამ სფეროში მოხდა „შერბილება“. იპოთეკური სესხები ამ ეტაპზე დაახლოებით 25%-ით იზრდება. სამშენებლო სექტორში 16- თვიანი კლების შემდეგ, ვხედავთ ზრდას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
იგივე მოსაზრება დააფიქსირა ორიოდე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც. მთავარი ბანკირი თვლის, რომ რეგულაციამ ქვეყანაში დეველოპერული დარგი გააჯანსაღა.
„სამშენებლო სექტორი, ბოლო ეკონომიკურ ზრდაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კონტრიბუტორი იყო, რაც არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ამ რეგულაციამ ეს სექტორი დააზიანა. პირიქით, ამ რეგულაციამ ეს სექტორი გააჯანსაღა. ზრდა არის საკმაოდ კარგი და მისი კონტრიბუციაც ეკონომიკურ ზრდაში გრძელდება“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ხშირად არის ხოლმე საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება ეს წესი სამშენებლო სექტორზე, რაც გვენეტაძის შეფასებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
„თუ შევხედავთ საცალო პროდუქტებს, წლიური ზრდა იყო საკმაოდ კარგი, პორტფელის ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო იპოთეკური სესხები. წლიური ზრდა იყო 24,4%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ლარშია საკმაოდ კარგი ზრდა, რაც ასევე მოწყვლადობას ამცირებს“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ, რომელმაც გაართულა სესხის აღება, მკვეთრად შეამცირა გაყიდვები, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი სებ-ის პრეზიდენტის მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ რეგულაციების გარეშე სექტორი უფრო უკეთ იქნებოდა.
„რეგულაციები შემდგომ შედარებით შეამსუბუქეს, თუმცა რეგულაციებით სამშენებლო სექტორს უზარმაზარი ზარალი მიაყენეს. რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, სწორედ ეს არის იმის კარგი სურათი, ეროვნული ბანკი როგორ მუშაობს. მე არქიტექტორი და მშენებელი ვარ, ვუყურებ შედეგს, ხოლო ჩემთვის შედეგი არის ცუდი და საერთოდ რომ არაფერი გაეკეთებინათ, უკეთესი იქნებოდა.
სებ-ში მაშინაც ვერ გამცეს პასუხი რეგულაცია რატომ შემოიღეს, ამ სექტორში რა პრობლემა იყო? რეგულაცია რომ შემოგაქვს ხომ გინდა რაღაც გამოასწორო? მოქალაქეების 99.9% ვინც სესხს იღებდა, მას ემსახურებოდა კიდეც. არ იყო პრობლემა და რატომ შემოიღეს? მგონია, რომ ეროვნული ბანკი ცუდად მუშაობს“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
რეგულაციები მშენებელთათვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, რამაც ფიზიკურ პირებზე საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხის გაცემის პროცესი გაართულა. როგორც დეველოპერები და მშენებლები განმარტავენ, სესხის აღების წესის გამკაცრებამ სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია და გაყიდვები შეუმცირა.
მეზობლის ბავშვი სტუდენტი გახდა ...სადღაც ჩაუბარებია თანაც უფასოზე........მეზობლები ულოცავდნენ გასტუდენტებას
მივედი მეც მივულოცე ...... ყოჩაღ მეთქი, შევაქე...
ვეკითხები სად ჩააბარე --მეთქი?....მეუბნება გეპეიშიო..
.გეპეი რომ ახსენა უფრო მაგრად შევაქე.........რომელ ფაკულტეტზე მეთქი? სამშენებლოზეო---- რიხით მიპასუხა..
ოოჰ .... სუ გადავირიე------სამშენებლო რომ ახსენა მართლა გამიხარდა ...... ყოჩაღ, ყოჩაღ კოლეგები ვიქნებით,( მშენებელი ვარ)..თუ რამეში დაგჭირდი ყველაფერში დაგეხმარები მეთქი..... ..ორმაგად გამოვიდე თავი.....
მერე ვეკითხები----- მათემატიკაში რა მიიღე მეთქი??
არ ჩამიბარება, ჩვენთან მათემატიკა არ ბარდებოდაო....
....როგორ თუ არ ბარდებოდა, გეპეიში, სამშენებლოზე არ ჩაააბარე მეთქი??
კი მაგრამ მათემატიკა არ ბარდებოდაო......არ მეჯერებოდა
ფიზიკაში რაღა მიიღე მეთქი და ..
კანტროლკა დამაჯახა---არც ფიზიკა არ ბარდებოდა, არც ეგ ჩამიბარებიაო
აბა რა გამოცდები ჩააბარე მეთქი და ...... ჩამომითვალა ---------------გეოგრაფია, ინგლისური, ქართული და უნარებიო
..გონება კინაღამ დავკარგე...... მეტყველების უნარი წამერთვა, გაშტერებული ვუყურებდი ამ ბავშვს........ის კიდევ უფრო გაოცებული მე მიყურებდა --რა დაემართა ამ კაააცსო
ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა მაშინ მე. დამუნჯებული --გამოვშორდი იმ ბიჭს.......ცივი წყალ გადასხმულივით წამოვედი იქიდან
რა უნდა მეთქვა, რა უნდა ამეხსნა იმ ბავშვისთვის?
ეხლა ვეკითხები ყველას, -------------
ამვლელს, ჩამვლელს,
მარცხნივ, მარჯვნივ,
განათლების მინისტრს,
გეპეის რექტორს,
პრემიერს, პრეზიდენტს
პოლიციას, უშიშროებას......ყველს ვისაც ოდნავ მაინც აზროვნება შეუძლია.....
ბიჯოოოოოო..............................
გამაგებინეთ რანაირი ინჟინერი გამოვა, ან რანაირი მშენებელი, თუ მატემატიკა არ იცის???? გეოგრაფია უშველიის თუ ინგლისური??/
გეპეია.. ფეზეო, თუ ღამის სკოლა????
მათემატიკის გარეშე როგორ უნდა ისწავლოს..... ან მხაზველობით გეომეტრია, ან თეორიული მექანიკა, ან მასალათა გამძლეობა?
არადა ეს ის საგნებია, რომელიც 1-2 კუსზე ისწავლება და რომელი საგნებითაც მშენებელი მშენებლობის ანაბანას სწავლობს...ეს ანაბანა თუ არ ისწავლა ეგ მერე კონსტუქციას როგორღა იანგარიშებს?? ან რა სახლი უნდა ააშენოს??
მასე ნასწავლით ან რა ინჟინერი გამოვა ან მაგნაირმა ინჟინრებმა რანაირი სახლი უნდა ააშენონ??
წესით ეგ ეხლა პირველკურსიდანვე უნდა გამოაგდონ....... უმატემატიკოდ ეგ საგნები მაგათ ვერ უნდა დაძლიონ(ეხლავე უკვე ყველანი გამოსაყრელები არიან)..............
..ან ფაკულტეტი უნდა დახურონ, თუ უნდათ რომ მომავალში დიდი უბედურობები ააცილონ ხალხს...
ან მესამე ვარიანტი ....მშენებელი კი არა, ჩვენ განათლების სამინისტროს, ჩვენ მთავრობას, ყველა ფეხებზე ჰკიდია და........ მაგ ბავშვებს კიდევ მაინც ყველას დაურიგებენ დიპლომებს .....(ყველაზე ნაღდი ესაა)
სპეციალისტები არა გვყააავსო ..და სახელმწიფომ რამდენიმე სპეციალობაზე (მათ შორის მშენებლობის ფაკულტეტსაც) დაფინანსება გამოუყო
ესეთ დაფინანებას აზრი აააქვს?
ან ამათ მართლა უნდააათ, სჭირდებათ სპეციალისტიი? თუ ასე მხოლოდ ,,მოვალეობას იხდიან,, და პლიუს ფულებს ტეხავენ.??..
ვინც ყავდათ ისინი რაა.... გამოიყენეს ან იყენებეენ?? სპეციალისტები სუ აქეთ იქით ,,გადამალეს,, ბევრი კიდევ სუ გააქციეს საქართველოდან და სპეციალისტები როგორღა ეყოლებათ (დუბაიში იმ ცათამბრჯენების მშენებლობაში ბევრი ქართველი ინჟინრები და არქიტეტორები მონაწილეობენ)
ან ესეთი ,,გამომცხვარი,, სპეციალისტებიის ყოლას აზრი აააქვს??
წესით ამათ თუ სპეციალისტები მართლა უნდოდათ, ეს ახალგაზრდები 1-2 წელი გამოცდილ ინინრების გვერდით უნდა ემუშავებინათ და ათჯერ მეტ განათლებას მიიღებდნენ ისინი და უფრო კარგი სპეციალისტები დადგებოდნენ, ვიდრე ამ თავის მოტყუებით
აი ესააა მთელი ჩვენი განათლების სისტემა თავის სკოლებიანად.
თან ყოველწელს რეფორმას რეფორმაზე რომ სუ ,,წარმატებით,,ატარებენ .....
ვერ გავფრინდებით ჩვენ ასე .... ვერა
ზოგადად, არც შეთქმულების თეორიების მჯერა და არც იმის, რომ დასავლეთს მეტი საქმე არ ჰქონდეს, იჯდეს და "ჩვენი ქართველობის წართმევის" გეგმებს აწყობდეს...
ჩვენ ვართმევთ ჩვენს თავს ქართველობას და ამ ახალგაზრდებს, მომავალს... განათლების სამინისტრო ანგრევს საქართველოს ამდენი წელია და არავინ აპირებს რამის შეცვლას. დანაშაულის კატეგორიზაციაც ხომ არსებობს... განათლების სამინისტრო, ყველა კატეგორიის შესაფერის დანაშაულს ჩადის და ნაროდი დუმს! იმ ვიღაც მოსულმა კაცმა რომ დღეს დაგვიღრიალა... ჩვენს სახლში... წიგნიერ და მშრომელ კაცს, ასეთს ვერავინ აკარდებს. იციან, პასუხის მომტხოვნიც ვერავინ გამოჩნდება. ...არადა, მასწავლებლები მაინც რომ აზროვნებდნენ, მაინც ხომ შეძლებდენენ ამ ბავშვების, თაობების გადარჩენას?!
ნამდვილად, ვერსად გავფრინდებით და ვერც, ვერანაირ სოფელს ვერ ავაშენებთ!
პ.ს. ამ საღამოს, ბოკერია გვირჩევს საქმეს...
ვახ,ალბათ რა ბდნიერებაა, რომ მერაბიშვილი და ახალაია გარეთ არ არიან. მადლობა ივანიშვილს(?)!