ღარიბაშვილთან მიმუშავია და არ მაქვს განცდა, რომ ის „მოსკოვის კაცია“,

ღარიბაშვილთან მიმუშავია და არ მაქვს განცდა, რომ ის „მოსკოვის კაცია“,

„მე ვთვლი, რომ ეს სამთავრობო ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რათა ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდეს, მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ არჩევნებამდე ამან შედეგი გამოიღოს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.

„მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არაფერი არ შეიცვლება. ისინი ვერ შეცვლიან ვითარებას. რომ ყოფილიყო ახალი სახეები, კიდევ რაღაც შანსები იქნებოდა. შესაძლოა არ ჰქონოდათ დადებითი რეიტინგი, მაგრამ არც უარყოფითი ექნებოდათ.

„გახარიასაც და ღარიბაშვილსაც დაუმსახურებლად აქვთ უარყოფითი რეიტინგები. ოპოზიცია ამ უარყოფით რეიტინგებს გამოიყენებს მათსავე, ანუ მთავრობის საწინააღმდეგოდ და მათ ეს გამოუვათ. შეეცდებიან ამ ხალხმა ვერ დაიბრუნონ პოპულარულობა", - ამბობს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა მხოლოდ ოპოზიციის გარკვეული წრეების მიერ ხელოვნურად აგორებული კამპანია იყო.

„გახარიას გადადგომის მოთხოვნა, ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" მიერ აგორებული კამპანია. ჭიანჭველასგან სპილო შექმნეს და მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ უკან ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი იდგა, რომლებიც ცდილობდნენ დიდხანს ყოფილიყვნენ და ტემპერატურა აეწიათ, მაგრამ საზოგადოებაში ცალსახად ასეთი უარყოფითო განწყობა არ იყო. არც დადებითი არ ყოფილა, მაგრამ ასე აგრესიულად უარყოფითიც არ ყოფილა.

„ამ ფონზე, ოპოზიცია ხალხის გარეშე და მოსახლეობის გარეშე განაგრძობს გახარიას ჩაძირვას. ამას დაუმატებს ღარიბაშილის ჩაძირვასაც და მათ უფრო ენერგია შეემატებათ.

„მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი მოსაწყენი იქნება იმიტომ, რომ ანტიპატია უფრო გაიზრდება, ვიდრე ვინმეს მიმართ სიპატიები და არჩევნებამდე ისე მივალთ, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებული არ იქნება ვის აძლევენ ხმას და შესაძლოა საკმაოდ დაბალი აქტივობაც კი იყოს არჩევნებზე. ერთადერთი პლიუსი ამ არჩევნების კი ის იქნება, რომ პროპორციული სისიტემით იქნება და შესაძლოა ამომრჩევლის ხმები გადანაწილდეს სხვადასხვა მხარეს.

„არ მგონია, რომ ოპოზიციამ რაღაც პლიუსები მიიღოს გახარიასა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრძოლით, თუმცა ვერც ისინი მიაღწევენ დიდ წარმატებას. ანუ, მივდივართ სტაგნაციისაკენ. არჩევნებამდე მივალთ ისე, როგორც მივიდოდით, რომ ყოფილიყო ბახტაძე ან კვირიკაშილი პრემიერ-მინისტრად.

„ერთადერთი რამაც შეიძლება სიტუაცია გადაარჩინოს, არის ის, თუ ბიძინა ივანიშილი ჩაუდგება მთავრობას სათავეში. ამით კი არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ საზოგადოებას მის მიმართ სიმპატიები გაიზრდება და შეიძლება საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას" უფრო მეტად დაუჭიროს მხარი", - ამბობს ზაქარეიშვილი.

იგი არ ეთანხმება შეფასებებს, რომ გახარიაც და ღარიბაშვილიც მოსკოვზე ორიენტირებული პოლიტიკოსები არიან.

„მე რუსეთთან ასეთ პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. შეიძლება მოსკოვში შიგნითაც რაღაცას აკეთებდეს ივანიშვილი, მაგრამ პირდაპირ ბმას და კავშირებს არგუმანტების და მტკიცებულებების გარეშე ღარიბაშილთან მე ვერ ვხედავ, გახარიასთან არ მიმუშავია და ვერ გეტყვით, მაგრამ ღარიბაშვილთან მიმუშავია და არ მაქვს განცდა, რომ ის „მოსკოვის კაცია". მერე თუ რამე შეიცვალა, არ ვიცი, მაგრამ მე რომ მასთან ვმუშაობდი, ეს ასე არ იყო.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში" მოსკოვი ძლიერდება, ამის რაღაც ნიშნებს შესაძლოა ვხედავდე კიდევაც, მაგრამ ის, რომ პირდაპირი კავშირი იყოს გახარიას პრემიერ-მინისტრად დასმით და ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით, ამას ვერ ვხედავ.

„მამუკა ბახტაძე წარმატებული პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო ეკონომიკის და ფინანსების მიმართულებით და გამოეყვანა კრიზისიდან ლარის ვარდნა და ა.შ., მაშინ არ იქნებოდა აუცილებელი მისი შეცვლა. ბახტაძე ვერ გაუმკლავდა გამოწვევებს და ახლა საზოგადოებაში უნდა შექმნან მოლოდინი. ამიტომ ცვლიან ბახტაძეს.

„აქ ბახტაძის შეცვლაზეა ლაპარაკი და უნდა შეიცვალოს იმ ადამიანით, ვინც დღეს ყველაზე მეტად ეფექტურია. „ქართულ ოცნებაში" კი სხვა არავინ ჰყავდათ გიორგი გახარიაზე უფრო წარმატებული და გადაწყვეტილებების მიმღები (წარმატებებს ვგულისხმობ შიგნით „ოცნების" სიტუაციებში).

„მიუხედავად იმისა, რომ გახარიას მიუღებლობაა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ზოგადად საქართველოში ეს მიუღებლობა არ არის. მას ერჩიან მხოლოდ „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო". სხვები ვერ ხედავენ მის მინუსებს, მაგრამ ვერც პლიუსებს ხედავენ", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

Katana : "მოსკოვის კაცი" ვინ არის, საქართველოს დაჩეხილ სხეულს ეტყობა!
გორთან გავლებულ საზღვარს ეტყობა, ვინაა "მოსკოვის კაცი"!

ზვიადის დროს არ დაუკარგავს საქართველოს არც ერთი გოჯი მიწის ნაგლეჯი: ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდებოდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მხოლოდ შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს დაიკარგა ეს ქართული მიწები და ენერგეტიკის უმნიშვნელოვანესი ობიექტები (მათ შორის, ენგურჰესი).

რუსეთს რომ შემოიყვან, მერე "რუსეთი ოკუპანტიას" ძახილი არის ბრიყვებისათვის დაყრილი საკენკი, რომელსაც, სამწუხაროდ, მკენკავი არ აკლდება დღემდე!
4 წლის უკან
Katana : არც სააკაშვილს წაურთმევია პირადად ჩემთვის რამე და არც ივანიშვილს მოუცია არაფერი, რადგან არც ერთთან არ მქონია შეხება, მაგრამ...
ვინც შევარდნაძის მიერ დაკარგულ ტერიტორიებს თავის მხრიდანაც დაუმატა კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი, მერე კი ეს ქართული მიწები "ქვების გროვად" მოიხსენია უცხოურ მედიასთან ინტერვიუში, სწორედ ის კაცი, მისი წარმომადგენლები და მხარდამჭერები ეძახიან პუტინის კაცს ივანიშვილს, სწორედ ისინი ეძებენ "რუსეთის კაცს" მის გარემოცვაში!.. - უფრო დიდი ცინიზმი და უტიფრობა ძნელი წარმოსადგენია!
4 წლის უკან
Katana : ძლივს გაყვანილი რუსეთის სამხედრო ბაზები ვინ დააბრუნა საქართველოში?!
ვინ მისცა საშუალება რუსეთს, რა წამსაც მოეპრიანება, ტანკები დააყენოს ტრასაზე და შუაზე გაწყვიტოს ქვეყანა?!
და, ამის შემდეგ, "მოსკოვის კაცი" ისევ ბიძინაა?
რატომ?
რაში გამოიხატება "ოცნების" პრორუსულობა, "პუტინ ხუილო" რომ არ გაიხადა ლოზუნგად?!
დადგება მერე ეს ხალხი და ექოსავით იმეორებს სააკაშვილის ყველა უტიფარ ტყუილს.
(სხვათა შორის, ექოს მხოლოდ ცარიელი ქვევრი გამოსცემს!.. სავსე ქვევრი ექოს არ იძლევა).
4 წლის უკან