„ბადრის ეჭვი არ ეპარებოდა რომ ჟვანია მოკლულია“

„ბადრის ეჭვი არ ეპარებოდა რომ ჟვანია მოკლულია“

(იბეჭდება შემოკლებით)

ვალერი გელბახიანი:

„ბადრის ჰქონდა ჩანაწერები, როგორ დადიოდნენ მასთან „არკადიას“ შენობაში ქვეყნის პირველი პირები და მინისტრები.

არსებობს საუბრების ვიდეოჩანაწერები, აგრეთვე, როგორ იღებდნენ საჩუქრებს, მათ შორის, ფულს.

ბადრი პატარკაციშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია. ჩემთან საუბარში კოდუაც ამბობს, რომ მან ყველაფერი იცის. იცის, რა მოხდა შავნაბადაზე.

ბადრის ჰქონდა რაღაც ჩანაწერი ჟვანიას ერთ-ერთ მეგობარზე. იმ პიროვნებამ იცის ყველაფერი.

როდესაც პირველად დაუკავშირდნენ, შემთხვევის ადგილზე კი არა, შავნაბადაზე წავიდა და გზიდან მოაბრუნესო. მას ზურაბ ჟვანიამ დაუბარა, რომ შავნაბადაზე მიდიოდა, თუმცა, პრემიერ - მინისტრის ცხედარი სხვა მისამართზე აღმოჩნდა.“