კატალონიის „ბარსელონას“ შემტევმა ნახევარმცველმა ლეონელ მესიმ ვარჯიში განაახლა.
ინფორმაცია „ბარსელონას“ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ტრამვირებული არგენტინელი ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკლდა და წინასასეზონო მზადებაში აქტიური მონაწილეობა ვერ მიიღო.
მესის გარეშე დარჩენილმა კატალონიელებმა, პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის მატჩი „ბილბაო“-სთან 0-1 წააგეს. როდის შეძლებს ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას ჯერჯერობით უცნობია.