თქვენი შვილი იზრდება და ნელ-ნელა დამოუკიდებლობას ეჩვევა. მას სურს, თავად მართოს საკუთარი ფული. თქვენ კი გსურთ, რომ პასუხისმგებლობას მშვიდ და უსაფრთხო გარემოში შეაჩვიოთ.
საქართველოს ბანკის sCool Card და sCoolApp სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ეს არის საბანკო პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს ფინანსური უნარების გამომუშავებაში ეხმარება და დამოუკიდებლობას ასწავლის.
ნახეთ 5 მიზეზი, თუ რატომ არის sCool Card და sCoolApp საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის:
წვდომა ბავშვის ფინანსებზე
sCoolApp-ი და sCool Card-ი უპირველესად უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თქვენ, როგორც მშობელს, მობილბანკში სრული წვდომა გაქვთ შვილის ანგარიშზე, შეგიძლიათ ნახოთ მისი ხარჯები და დააწესოთ ყოველდღიური ლიმიტები.
ეს გაძლევთ საშუალებას, ნახოთ, რაზე და როგორ ხარჯავს ბავშვი ფულს და, ამავდროულად, მიაჩვიოთ პასუხისმგებლობას. sCool Card-ის დაკარგვის შემთხვევაში კი თქვენივე მობილბანკიდან დაბლოკავთ მის ბარათს.
სამედიცინო პროგრამა მოსწავლეებისთვის
sCool Card-ის მფლობელებისთვის ევექსის და ნიუ დენტის ყველა კლინიკაში მოქმედებს სპეციალური შეთავაზება. მათ შორის რეგიონებშიც. ასევე, იმისათვის რომ მოსწავლემ ამ შეთავაზებით ისარგებლოს, მას უნდა ჰქონდეს sCool Card. პროგრამაში კი ის მშობელმა უნდა დაარეგსიტრიროს.
დაარეგისტრირეთ შვილი პროგრამაში და მიიღეთ:
• 100%-იანი დაფარვა სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციასა და სამედიცინო გამოკვლევებზე;
• ფასდაკლებები სტომატოლოგიურ მომსახურებებზე.
გაეცანით მოსწავლეების ჯანდაცვის პროგრამას სრულად
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური ტარიფი
ბავშვები სკოლიდან სახლში, სპორტის გაკვეთილებზე თუ მასწავლებელთან ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. sCool Card-ით თქვენს შვილს სპეციალური სამგზავრო ტარიფი აქვს:
• თბილისში და ბათუმში: უფასო;
• რუსთავში: 10 თეთრი;
• ზუგდიდში: 50% ფასდაკლება.
ფინანსური განათლება
sCoolApp-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ფინანსური უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, საბაზისო საბანკო სერვისებზე წვდომა კი ამ მისიის ნაწილია. აპლიკაციაში მოზარდები:
• მარტივად ამოწმებენ ანგარიშს და ტრანზაქციებს;
• ასრულებენ გადარიცხვებს;
• აგზავნიან თანხის მოთხოვნას;
• იყენებენ ხარჯის გაყოფის ფუნქციას;
• ააქტიურებენ „გოჭ ყულაბას“ და სწავლობენ თანხის დაგროვებას.
მეტი სარგებელი: სქულები და შეთავაზებები
მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას სქულებს აგროვებენ. ყოველ 1 ლარზე 5 სქულას.
ამასთან, მათ საყვარელ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები ელოდებათ.
როგორ ავიღო sCool Card ჩემი შვილისთვის?
sCool Card-ის აღება უფასოა და შეგიძლიათ დისტანციურად, მობილბანკში სულ რამდენიმე წუთში შეუკვეთოთ.
ამასთანავე, არ გამოგრჩეთ, 10-დან 15 სექტემბრამდე sCool Card-ის მფლობელებს საინტერესო Back To School შეთავაზებები ელოდებათ.
შეუკვეთეთ sCool Card