გზებზე სიკვდილიანობის შემცირება ვერ ხერხდება

გზებზე სიკვდილიანობის შემცირება ვერ ხერხდება

ზაფხულში, ინტენსიურ საავტომობილო გადაადგილებასთან ერთად, გაიზარდა ავტოავარიების რისკი და იმატა ფატალურმა შემთხვევებმა. მარტო ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს გზებსა და მაგისტრალებზე 8 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. მიზეზების სხვადასხვაა და მათ შორისაა საგზაო ინფროასტურქტურის მოუწესრიგებლობაც.

საავტომობილო გზები უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართული არ არის. პრობლემებია არათუ შიდა სახელმწიფოებრივ მონაკვეთებზე, არამედ საერთაშორისო მაგისტრალებზე. ამას ემატება მძღოლების გაუფრთხილებლობა, ავტომობილების მოუწესრიგებლობა და უყურადღებოდ წარმოებული საგზაო-სარემონტო სამუშაოები. რამდენიმე დღის წინ სენაკის რაოინის სოფელ ნოსირთან საზარელ ავარიას 2 ახალგაზრდა სწორედ არასწორად მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო ემსხვერპლა.

პრობლემებია ახალაშენებელ მაგისტრალებზე, რომლებიც თითქოს თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი, მათ შორის სიჩქარის შემზღუდველი რადარებითაც აღჭურვილი, თუმცა სავალალო შემთხვევები იქაც მრავლადაა. მაგალითად, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე 1 წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა.

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით, მაგრამ შედეგები მაინც მძიმეა.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ამ გზაზე მომხდარი ავარიების სტატისტიკა საყურადღებოა. მისივე თქმით, საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს ვითარების უფრო დეტალურად შესწავლის მექანიზმი. ლალიაშვილი ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ საზღვარგარეთ აპრობირებული სისტემის დანერგვაზე, რომელიც ე.წ. „შავი წერტილებისა“ და „შავი მონაკვეთების“ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.

კერძოდ, თუ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას (ადგილის სიგრძე განისაზღვრება 300 მეტრით) 3 ადამიანი დაიღუპა, ადგილს „შავი წერტილის“ კატეგორია ენიჭება. ხოლო, თუ 3-4 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას (კილომეტრის მანძილზე) 6 ადამიანი დაიღუპა, ეს უკვე „შავი მონაკვეთია“.

​„როდესაც „შავი წერტილები“ და „შავი მონაკვეთები“ უკვე იდენტიფიცირებული იქნება, უნდა ჩატარდეს მოკვლევა, რა იწვევს ამ კონკრეტულ ადგილებში საგზაო შემთხვევებს. შემდეგ უნდა იზრუნონ გამოსწორებაზე. ვფიქრობ, ერთ წელიწადში 10 ფატალური შემთხვევა ძალიან მაღალი მაჩვენებელია. იქ ან ინფრასტრუქტურის პრობლემა იქნება, ან მაღალი სიჩქარე, ან მანქანის გაუმართაობა“, - ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ეკა ლალიაშვილი.

ეკონომიკის სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ „შავი წერტილების“ განსაღვრა ზუსტად ვერ ხდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ საკითხის მოგვარების მხრივ შეინიშნება წინსვლა.

„ტექნიკური პრობლემების გამო დღემდე არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი „შავი წერტილები“. ვერ ხერხდებოდა საგზაო შემთხვევის ლოკაციის ზუსტი განსაზღვრა. ცდომილება იყო საკმაოდ დიდი, დაახლოებით, კილომეტრიანი, ზოგ შემთხვევაში - 500-მეტრიანი. ამჯერად შსს ამ პრობლემის მოგვარების გზაზეა“, - განაცახადა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ერეკლე კეჟერაშვილმა.

DDDzia უ ვერ უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას გზებზე, გააუქმეთ ვითომ და უსაფრთხოების გარანტიის პირობით შემოღებული ტექდათვალიერებები, შემოღებული ჯარიმები, ქულების სისტემები, მოწმობის გართულებული გაოცდები, მოხსენით 3000 ცალი უპრკონოდ დაყენებული კამერა და ა.შ.
მაგრამ თქვენ, მთავრობავ, წინასწარ იცოდით, რომ ეს ყველაფერი ვერაფერსაც ვერ უშველიდა, მაგრამ ფული უნდა გაგეკეთებინათ.
და თუ არ იცოდით, მაშინ გასაყრელები ხართ ყველა, ვინც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეთ.
მე, უბრალო მოქალაქემ, რომელსაც არ აქვს არავითარი სტატისტიკური მონაცემების ბაზა, არ ყავს უამრავი თანამშრომელი და არ იღებს ხელფასს, ვიცოდი, რომ არ იმუშავებდა ეს სისტემა და თუ თქვენ არ იცოდით, მაშინ გროშია თქვენი ფასი.
თუმცა თქვენც იცით, რომ მეტი მაინც არ ღირხართ.
5 წლის უკან
boroti_mantiori DDDzia მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან 29 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­ტეს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ა­მოწ­მეს 74 პირი, რო­მელ­თა­გან 34-ს და­უდ­გინ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ისე­თი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ქვეშ, რო­გო­რი­ცაა: ამ­ფე­ტა­მი­ნი, მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი, კო­დე­ი­ნი, მორ­ფი­ნი, ჰე­რო­ი­ნი და სხვ.-----იქნებ პრობლემა ჩვენშია მოსაძებნი და არა უსაფრთხოების კამერებში.
5 წლის უკან
DDDzia boroti_mantiori
სწორედ ეგ მიწერია მეც.
კამერები, ჯარიმები, გამოცდების გართულებები, ტექდათვალიერებები შემოღებული იმ მოტივით, რომ უსაფრთხოება ამაღლდებოდა, წინასწარვე იყო ტყუილი.
ყველამ იცის, რომ პრობლემა ჩვენშია.
ხოლო ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი ე.წ. საშუალებები მხოლოდ ფულის საკეთებლად იქნა შემოღებული.
5 წლის უკან
Serapina პრობლემის სათავე არის ის, რომ სახლმწიფოს არ გააჩნია განათლების პოლიტიკა!
...სკოლა, კოლექტიური დაჩლუნგების ორგანოდ აქციეს.
მედიას, ვისაც როგორ უნდა, ისე გაყიდის და იყიდის ( ნინო შუბლაძე ბრუნდებაო. სად იყო წასული რომ?!).
რელიგიაზე ვერაფერს ვამბობ...ქვეყანაში მშენებელ-ინჟინრები მალე არ გვეყოლება... სამაგიეროდ, მშენებელი მღვდლები გვყავს...
ქალები სახლში აღარ არიან. ოჯახები რომ არჩინონ, უცხოეთში მუშაობენ.
ჰოდა, ამ ფონზე, სად უნდა ისწავლოს ბავშვმა და მოზარდმა სიტყვა პასუხისმგებლობის მნიშვნელობა???
ამ და მსგავს დეფიციტს, რომელი კამერები, ჯარიმები და ასეთები უშველის?!
5 წლის უკან