"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ჩელსისთან" გამართული სუპერთასის შეხვედრის შემდეგ მატჩის მთავარ არბიტრ სტეფანი ფრაპარიზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"მე სტეფანისა და მის დამხმარე მსაჯებს თამაშის შემდეგ ვუთხარი, რომ "ლივერპულს" ისე რომ ემუშავა, როგორც მათ იმსაჯეს, ალბათ 6:0-ს მოვიგებდით. ეს ისტორიული მომენტი იყო. ისინი, ალბათ, ზეწოლას განიცდიდნენ პასუხისმგებლობის გამო, თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნეს და ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სტეფანი ფრაპარს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე გავხდი", - განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა.
მოგეხსენებათ, "ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის გამართული შეხვედრა პირველი მატჩი იყო უეფას კაცთა შეჯიბრების ისტორიაში, როცა თამაშს ქალი მსაჯები ემსახურებოდნენ.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 1:1. დამატებით დროში გუნდებმა ერთმანეთს კიდევ 1-1 გოლი გაუტანეს. პენალტების სერიაში კი "ლივერპულმა" გაიმარჯვა - 5:4.