გიორგი გახარიამ მოიტყუა, მის წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

გიორგი გახარიამ მოიტყუა, მის წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

“შს მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, რადგან აქციის დაშლის პროცესში ადგილი ბევრ კანონდარღვევას ჰქონდა, მათ შორის, აქციის დაშლის მომენტში გამოყენებული იყო ისეთი ტყვიები, რომლებიც ადამიანს სასიკვდილო ჭრილობებს აყენებს“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტში 10-15%-იან წარმომადგენლობას შეიყვანს.

- ბატონო დავით, შს მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ "კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 20-21 ივნისის აქციის დაშლის შესახებ მომიტინგეები არ გაუფრთხილებით, რაც წინააღმდეგობაში მოდის შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებასთან, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს.  აღნიშნულ საკითხზე მაღალჩინოსანთა განსხვავებული პოზიციები რით აიხსნება?

- ცნობილი გამონათქვამია, მარჯვენამ არ იცის მარცხენა რას აკეთებსო. რა თქმა უნდა, არავითარი გაფრთხილება აქციის დაშლის შესახებ არ ყოფილა. ბატონმა გიორგი გახარიამ უბრალოდ მოიტყუა, როცა თქვა, რომ მომიტინგეები აქციის დაშლის შესახებ გააფრთხილეს. ხელისუფლება ყვება იმას, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება წლების წინ მზადდებოდა, ბატონმა გახარიამ კი ქვეყანა იხსნა, ასეთ აბსურდულ ისტორიაში თავადვე რომ გაიხლართნენ, რა გასაკვირია?!

- იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრის მოადგილის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გამოდის, რომ დაირღვა პოლიციისა და მშიდობიანი მომიტინგეების შესახებ კანონი, რაც თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თვქენი მოსაზრებით, ამ და სხვა კანონდარღვების დადასტურების შემთხვევაში, პოლიტიკურთან ერთად, შს მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს?

- პირველ ყოვლისა, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და შემდეგ, ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. პირადად მე ვფიქრობ, რომ შს მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს, რადგან აქციის დაშლის პროცესში ადგილი ბევრ კანონდარღვევას ჰქონდა, მათ შორის, აქციის დაშლის მომენტში გამოყენებული იყო ისეთი ტყვიები, რომლებიც ადამიანს სასიკვდილო ჭრილობებს აყენენებს.

- შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე აგრეთვე აცხადებს, “აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა“. ასეთი განცხადების პარალელურად, უფლებამოსილების გადამეტების ფატზე პროკურატურა ორ სპეცრაზმელს აკავებს. შს სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და პროკურატურის განცხადებები/ქმედებები თანხვედრაშია?

- რა თქმა უნდა - არა. ორი პოლიციელის დაკავება საზოგადოებრივი აზრისთვის ხარკის გადახდის მსგავსი ქმედებაა, ხოლო ის, რასაც ბატონი კახაბერ საბანაძე ამბობს, წმინდა წყლის ტყუილია. აქციაზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რომლებსაც პოლიციასთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ. უამრავ ადამიანს სახეში და თვალში ტყვიები მოხვდათ, რაც ფაქტია.

- ნულპროცენტიანი, ბუნებრივი ბარიერისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართულ ოცნებასკოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მოლოდინი აქვს. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია რომელ პარტიებთან ერთად შეიძლება გეგმავდეს თანამშრომლობას?- პოლიტიკური პარტიის შექმნის შემთხვევაში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან?

- თუ მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს პოლიტიკაში შესვლას და პოლიტიკური გაერთიანების შექმნას, რა თქმა უნდა, ის პარლამენტში მოხვდება. მას გააჩნია პიროვნული, ფინანსური და სოციალური რესურსი. ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში 10-15%-იან წარმომადგენლობას შეიყვანს. ხაზარაძე ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდება და სავარაუდოდ, კოალიციური მთავრობის წევრიც გახდება, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისე, “ქართულ ოცნებათან“ ერთად, გააჩნია თვითონ ვისთან გადაწყვეტს თანამშრომლობას.

თამაზი ორი ნაძირალას უსინდისო კითხვა-პასუხი. რეპებო ნაცებთან შეძრომით საფლავი გაითხარეთ და 2020 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი მიწასაც მოგაყრით, სამწუხაროდ.
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com სუფთა გამოსირებული...
4 წლის უკან