“არ მგონია, რომ სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2” ხელისუფლებას, ანუ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნოს”

“არ მგონია, რომ სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2” ხელისუფლებას, ანუ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნოს”

"არ ველოდები, რომ მაჟორიტარების დამოუკიდებელი ბუნტი შედგება, რომელი მაჟორიტარია მებრძოლი ბიძინა ივანიშვილს გაუძალიანდეს. რეალურად ისინი არიან საქმოსნები; პარლამენტში წლებია ხმა არ ამოუღიათ,

"10 მაჟორიტარს თუ გაიხსენებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა; მაგრამ ხელისუფლება მუდმივად უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლის პროცესი არ ჩაიშალოს"-აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": პროპორციულ საარჩევნო სისტამზე გადასვლის პროცესს მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობა", იქნება ეს ნულოვანი ბარიერი, თუ განსხვავებული; იქნება ეს ბლოკებით დაშვებული, თუ მის გარშე, მაგრამ, როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლებას არ მისცემენ იმის უფლებას, რომ მაჟორიტარების ბუნტი გაითამაშოს და პროცესი ჩაშალოს. მათი თქმით, ხელისუფლება შეეცდება გამოიყენოს შიდა დემარში, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მაჟორიტარების პროტესტს პროპორიციულ საარჩევნო სისტემზე გადასვლასათან დაკავშირებით. თქვენ როგორ ხედავთ პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლის პერსპექტივას?

დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლებას 2015 წელს ეს გამოუვიდა. მაშინ "რესპუბლიკელებმა" ვერ დავითანხმეთ ივანიშვილი, რომ 2016 წელს არჩევნები პროპორიცული სისტემით ჩატარებულიყო, მაგრამ, საჯაროდ ვათქმევინეთ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, 84 დეპუტატის ხელმოწერაც დარეგისტრირდა პარლამენტში.

მაგრამ ე.წ. მაჟორიტარების ფსევდო ბუნტი გაითამაშეს 2016 წელს და პარლამენტში კენჭი არ უყარეს. ალბათ ამას გულისხმობენ, ამ განცხადების ავტორები, რომ ხელისუფლება შეეცდება მაჟორიტარების მეშვეობით ჩააგდოს ეს პროცესი.

პირადად მე არ ველი, რომ მაჟორიტარების დამოუკიდებელი ბუნტი შედგეს. ჯერ ერთი, რომ ამ პროცესის მიმართ დიდია საგარეო რჩევები და თვითონაც თავს იწონებენ, რომ ეს მათი ინიციატივაა.

მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ ეს იყო საპროტეტსო მოძრაობის ფონზე მიღებული იძულებითი გადაწვეტილება. ივანიშივლმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და როგორ ფიქრობთ, რომელი მაჟორიტარია მებრძოლი გაუძალიანდეს ივანიშვილს.

ესენი რეალურად არიან საქმოსნები და პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ წლების განმავალობაში. მათი გვარებიც არავინ იცის, საქართველოს მოსახლოების უმრავლესობა 10 მაჟორიტარს თუ გაიხსენებს;

თუმცა ხელისუფლების მიმართ მუდმივი კონტროლია საჭირო, რომ პროცესი არ ჩაიშალოს, რადგან ეს საკითხი სამი მოსმენით უნდა გავიდეს. პარლამენტში დღეს უკვე შევიდა ოპოზიციის მიერ 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა ასევე უნდა განიხილოს ორივე პროექტი, ერთი ოპოზიციის მიერ წარდგენილი, რომელიც ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს და ბლოკების დაშვებას. მეორე, ხელისუფლების, ბუნებრივი ბარიერით და ბლოკების შეზღუდვით.

ერთი თვის ვადაში მოხდება ამ პროექტების საერთო სახალხო განხილვა. შეიქმნება კომისია და იქნება დებატები. არ ვიცი, რა მეთოდებს გამოიყენებს ხელისუფლება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროპორციული სისტემა უნდა გავიდეს.

"": 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს დანაშაული არ იქნება გამოძიებული; მათი აზრით, აუცილებელია საქმის საპარლამენტო ფორმატში შესწავლა და აპირებენ, რომ ეს საკითხი უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დააყენონ. თქვენი აზრით, შეძლებს ოპოზიცია შეთანხმებას იმ ფონზე, როცა 20 ივნისის მოვლენების შეფასებაში აზრთა სხვადასხვაობაა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის? უმრავლესობა თუ დაუჭერს მხარს ოპოზიციის ამ მოთხოვნას?

დ.ბ: 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას პირადად მე მხარს ვუჭერ და მიმაჩნია, რომ არის დროული და ჭკვიანური გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება დაბლოკავს, რადაგან ამ საკითხთან მიმართებაში ოპოზიციასთან ღიად ვერ შევა დებატებში და ვერ შეეწინაღმდეგება.

რაც შეეხება ორ პარტიას შორის განხვავებულ მოსაზრებებს, არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე ტიპის პრობლემები, სხვადასვა ტონალობაში შეიძლება არის საუბრები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ერთიან პოლიტიკურ ფორმატში თანამშრომლობას.

"": როგორც ოპოზიციაში, ისე პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალი იქნება, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი უზენაეს სასამართლოში რამდენიმე მოსამართლეს გაამწესებს, მაგრამ ვაკანსიების უმრავლესობის საკითხს მომავალ პარლამენტს დაუტოვებს განსახილველად და გადასაწყვეტად. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

დ.ბ: 20 წელია სასამართლო სისტემა კატასტროფულ მდგომარებაშია და ჩემი აზრით, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები, მკაცრი რეფორმებია გასატარებელი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტს უფრო მეტი ბერკეტები ექნება დამოკიდებელი იყოს კანდიდატთა შერჩევის საკითხში.

როგორც ჩანს, შიდა ევოლუციური პროცესი გაკეთილშობილდნენ მოსამართლეები ვერ ხერხდება და ერთი და იგივე მოსამართლების გადაბარგება ხდება ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლებაში.

ამის ეტალონური წარმომადგენლები არიან ჩინჩალაძე და მურუსიძის კლანი, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი მოსამართლეები, ჩვენ ხელისუფლებების კონროლქვეშ მოქცეული ადამიანები ვართო. ამიტომ მე სასამართლო სისტემაში უფრო რადიკალური რეფორმების გადატრების მომხრე ვარ.

"": 18 ივლისს "რუსთავი 2"- თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

დ.ბ: "რუსთავი 2"-ის არცერთი მფლობელი კანონთან მიმართებაში პირნათელი არ ყოფილა და ვხედავდი, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში. მაგრამ თავად "რუსთავი 2" არის ქვეყნის ოპოზიციური პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის უმნიშვნელოვანესი კომპონეტი და არა მგონია, რომ სტრასბურგის სასამართლო ისეთ გადაწყვტილება მიიღოს, რომ ეს ტელევიზია ხელისუფლებას, ანუ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნოს.

წლებია ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლების კარტი და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება, რომ სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში თავის სასარგებლოდ იპოვოს რაიმე და ეცადოს ტორპედირებას; მას ეს არ გამოუვა და თუ ხელისუფლება მაინც დააპირებს ტორპედირებას, მიიღებს ძალიან მკვეთრ პასუხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან.

უ ც ხ ო : ახლა როგორ გგონია, მიაკუთვნა? თუ ჯერ კიდევ ვერ იჯერებ?
როგორ გეტყობათ, რომ ნაცები და რესპები ერთი ცომისგან ხართ მოზელი და ერთ, ლიბერასტულ ღუმელში ხართ გამომცხვარი! - რეალობას მოწყვეტილებს, სულ ის გელანდებათ, რაც გენატრებათ.
4 წლის უკან