"ივანიშვილი-გახარიას რეჟიმის ისტორია შეგვიძლია დავახასიათოდ მოკლედ: "ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სამართლიანი სასამართლოს პირობებში კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ და ეს დრო მალე დადგება.

"ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უპირველესია. ადამიანებს ესროდნენ დამიზნებით, სახეში, ესროდნენ ხელებაწეულ, მომღიმარ ადამიანებს.

არასდროს, არასდროს, არავის შერჩენია და არავინ დარჩენილა დაუსჯელი ქართველ ხალხზე ძალადობისთვის.

წარმოუდგენლად ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ივანიშვილს და გახარიას სამართლიანი სასამართლოს პირობებში, სულ მცირე, ისტორიის ამ მონაკვეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე და სამართლებრივი შეფასებები მომავალს და სასამართლოს მივანდოთ.

რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ შეფასებას.

ივანიშვილი-გახარიას რეჟიმის ისტორია შეგვიძლია დავახასიათოდ მოკლედ: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“

თავიანთი დანაშაულებების გადასაფარად მათ ცადეს საზოგადოების ყურადღების გადატანა არარსებულ საკითხებზე. მათ ცადეს ჩემი გაჩერება ე.წ. ელექტრონული ბორკილებით.

ივანიშვილო და გახარიავ,

თქვენ დგეხართ ავტობუსების არაასწორ მხარეს, ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს: "ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“

საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის მეც, ვდგევართ სამართლიანობის მხარეს, ისტორიის იმ მხარეს, რომელიც ასეც შეფასდება "ელექტრონული ბორკილების დადებიდან - თავისუფლებამდე“

თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ რომ შეგეშინდათ, შეგეშინდათ იმიტომ რომ არ გწამდათ საკუთარი სიმართლის.

ისტორიის სწორ მხარეს კი ჩვენ გვწამს, გვწამს, რომ:

საქართველო იქნება დამოუკიდებელი

საქართველო იქნება თავისუფალი ადამიანების ქვეყანა

საქართველო იქნება წარმატებული და მდიდარი

და ამ ყველაფერში ლომის წვლილი უკვე შეიტანა ამ ქვეყნის მომავალმა - თავისუფალმა, მებრძოლმა, ჯიუტმა ახალგაზრდებმა.

ეს მართალი ადამიანები არ დათმობენ, აღარ დათმობენ, მათ ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი - მთელი ცხოვრება და ცხოვრებას არავის დააკარგვინებენ.

თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პატრიოტიზმის და ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია და არაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც გრძნობ რომ მართალი ხარ და 100%-ით ზუსტად იქ დგეხარ, სადაც უნდა იდგე.

სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენც აუცილებლად გავიმარჯვებთ და იმაზე მალე, ვიდრე თავად ჩვენ გვგონია", - წერს მელია სოციალურ ქსელში.

thrgg@yahoo.com ეს მართლა აფერისტი მელია-კუდაგრძელია, საქრთველო იქნება წარმატებული მაგრამ თქვენ უშლით ხელს ამაში...
4 წლის უკან
სოციალისტი სამაჯური ფეხზე დაადეს თუ ხელზე?! ერთი ალიკაპიც მისწრება იქნებოდა!!!
4 წლის უკან