ჯავშნების 80% გააუქმებულია, რა გადაარჩენს საზღვაო ტურიზმს?

ჯავშნების 80% გააუქმებულია, რა გადაარჩენს საზღვაო ტურიზმს?

აჭარაში რუსი ტურისტების 80%-მა ჯავშნები გააუქმა. ფაქტობრივად პლაჟები დაცარიელებულია. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია ითხოვს, რომ იმ ქვეყნებთან გამარტივდეს სავიზო მიმოსვლა, რომლებთანაც ამ 2 წლის წინათ გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რუსეთის დაწესებული ავიასაქნციების გავლენის შეფასების მიზნით რამდენიმე დღის წინ აჭარის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე სპეციალური კვლევა ჩაატარა. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ კაიკაციშვილის განცხადებით, უწყებას განთავსების 298 ობიექტთან ჰქონდა კომუნიკაცია, საიდანაც კონკრეტული რიცხვებით ინფორმაცია მათ სასტუმროში არსებულ მდგომარეობაზე 105-მა ობიექტმა მიაწოდა. საბოლოოდ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინფორმაცია ბათუმის, ქობულეთის, სარფის, კვარიათის, გონიოს, მწვანე კონცხის და ჩაქვის სანაპირო ზოლებიდან გამოითხოვა.

როგორც კაიკაციშვილი აღნიშნავს, სასტუმროების მიერ მოწოდებულ ციფრებზე დაყრდნობით რუსული ჯავშნების წილი 100 და მეტ ნომრიან სასტუმროში დაახლოებით 15-20%, ხოლო 50-დან 100-ნომრის მქონე სასტუმროების შემთხევაში დაახლოებით 25% იყო. 15-დან 50 ნომრის მქონე განთავსების ობიექტში რუსი ტურისტების ჯავშნების წილმა დაახლოებით 30% შეადგინა, 15 და 15-ზე ნაკლები განთავსების ობიექტში კი რუსი ტურისტების ჯავშნები დაახლოებით 60-65% იყო.

მისივე თქმით, ჩამოთვლილ ობიექტებში რუსი ტურისტების ჯავშნების თითქმის 80% გაუქმდა.

„აღნიშნულ განთავსების ობიექტებში რუსული ჯავშნების წილი მთლიანი ჯავშნების დაახლოებით 30-35% იყო. დანარჩენი 65-70% ჯავშნებისა ევროპული და სხვადასხვა ქვეყნების ჯავშნები იყო, რაც არ გაუქმებულა“, - აცხადებს კაიკაციშვილი.

ტურისტებთან დაკავშირებულ დიდ პრობლემებს ადასტურებენ სასტუმრო ბიზნესით დაკავებული კომპანიებიც. მაგალითად, „კასტელლო მარემ“ რუსეთის ავიასანქციებით უკვე 1.5 მლნ ლარით იზარალა. სტატისტიკურად მათი ვიზიტორების 60-70% რუს ტურისტებზე მოდის.

„8 ივლისიდან ფრენების შეზღუდვის დაანონსებიდან 1.5 მლნ ლარის ჯავშანი გაგვიუქმდა“, - განუცხა „ბიემს“ მარკეტინგის მენეჯერმა. კომპანია buqing.com-ზე აქციების დაწყებას აპირებს, რათა მიღებული ზარალი როგორმე განეიტრალდეს, მათ შორის ქართული ბაზრისთვის ფასდაკლება 20%-იანი იქნება. „კასტელო მარე“ რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებში, იტალიასა და გერმანიაშია წარმოდგენილი.

რა ეშველება ტურიზმში წარმოქმნილ დიდ პრობლემას? სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი იმ სამოქმედო გეგმაზეც საუბრობს, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსული ემბარგოსგან მიღებულ ზარალს შეამცირებს.

„ჩვენ სავიზო პროცედურები უნდა გავამარტივოთ ირანთან, ინდოეთთან, არაბეთის ქვეყნებთან. იმიტომ რომ 2017 წლიდან ჩვენ ირანელები გავყარეთ ქვეყნიდან. ირანელებთან და არაბებთან ისვე როგორც ინდოეთთან, ვიზები რთულად გვაქვს და საზღვარიდან ძალიან ბევრი სტუმრის უკან დაბრუნება ხდება, რაც ნეგატიურად აისახება შემდეგი ტურისტების ჩამოსვლაზე.

უამრავი ადამიანი, ვისაც ვუკავშირდებით გვეუბნება, რომ პირადად გვენდობიან, მაგრამ პასუხისმგებლობის აღებას გვთხოვენ, რათა საზღვარზე პრობლემები არ შეექმნათ. ამ პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ ავიღებთ, შესაბამისად, განსაკუთრებულს ვერაფერ ვეუბნებით“, - ამბობს ალავერდაშვილი.

სოციალისტი არა, არა არ გვინდა ჩვენ აქ, ჩვენს პლიაჟებზე ჩვენი ისტორიული, გენეტიკური მტრები ირანელები, არაბები და თურქები ჩადრებით და ნარკოტიკებით. მოაგვართ მარტივი საკითხი, ალაგმეთ ე.წ. ოპოზიცია - ხალხის მტრები. 2-3 ტელეარხი რა გახდა, სახელმწიფო ვართ თუ პაჩიკოს გარმონი. დააპატიმრეთ გვარამია გაბუნია მელაძე ... სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო!!
1 კვირის უკან
სოციალისტი არა, არა არ გვინდა ჩვენ აქ, ჩვენს პლიაჟებზე ჩვენი ისტორიული, გენეტიკური მტრები ირანელები, არაბები და თურქები ჩადრებით და ნარკოტიკებით. მოაგვართ მარტივი საკითხი, ალაგმეთ ე.წ. ოპოზიცია - ხალხის მტრები. 2-3 ტელეარხი რა გახდა, სახელმწიფო ვართ თუ პაჩიკოს გარმონი. დააპატიმრეთ გვარამია გაბუნია მელაძე ... სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო!!
1 კვირის უკან