“ნაცმოძრაობას“ რევოლუციის მოხდენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დაუფლება სურდა

“ნაცმოძრაობას“ რევოლუციის მოხდენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დაუფლება სურდა"

“საქართველოში კრიზისი ისეთ ფაზაშია შესული, რომ ერთი ადამიანის გადადგომა მდგომარეობას ვერ განმუხტავს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი ხელისუფლების დემონტაჟისკენ არის მიმართული“,- ამის შესახებ “2020NEWS“ -თან დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდება ან ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება.

- ბატონო ზაალ, ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს. როგორ ფირობთ, რატომ? და ასევე, თქვენი მოსაზრებით, ქვეყანაში არსებული  ვითარება შს მინისტრის გადადგომის აუცილებლობას მოითხოვს

- იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება, ქვეყანაში ვითარება არ განიმუხტება, რადგან შს მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მომიტინგეების მიერ დღის წესრიგში ახალი მოთხოვნები დადგება. გიორგი გახარია ამბობს, რომ  20-21 ივნისის აქციის შედეგებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რაც მის შემდგომ ქმედებებში აუცილებლად უნდა გამოიხატოს. სამართალდამცავ უწყებათა შესაძლო გადაცდომების შესახებ გამოძიება სწორედ, ბოლომდე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა მიიყვანოს.

- თუ არა გიორგი გახარიას გადადგომა, ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან რა გამოიყვანს?! საზოგადოება 20-21 ივნისის სისხლიანი აქციის შედეგებზე პასუხისმგებლობას ლეგიტიმურად შს მინისტრს აკისრებს, აქედან გამომდინარე, დამდგარ შედეგებზე სულ მცირე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს?

- საქართველოში კრიზისი ისეთ ფაზაშია შესული, რომ ერთი ადამიანის (გიორგი გახარიას) გადადგომა მდგომარეობას ვერ განმუხტავს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი ხელისუფლების დემონტაჟისკენ არის მიმართული. ნათელია, რომ “ქართული ოცნება“ იმაზე უფრო რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მხარეები ან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან ან ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება, არჩევანი მათზეა.

-“ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ბრალი პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, ხელმძღვანელობისთვისა და მასში მონაწილეობისთვის ედება. თქვენი მოსაზრებით, 21 ივნისის ღამეს ოპოზიციონერი ლიდერები პარლამეტნის შტურმით აღებას, რაზეცქართული ოცნებამუდმივად აპელირებს, ნამდვილად აპირებდნენ?

- ყველამ თვალნათლივ ნახა კადები, რომლებიშიც კარგად ჩანს, ნიკა მელია და რამდენიმე პოლიტიკოსი პარლამენტში შეჭრას როგორ ცდილობდნენ. არავინ არ არის გულუბრყვილო, შესაბამისად, არავინ ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში შეჭრა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ იქედან მშვიდობიანად გამოსულიყვნენ.  “ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციის მოხდენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დაუფლება სურდა.

- გუშინ საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 30 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდააქედან გამომდინარე, როგორც ფიქრობთ, სასამართლომ სრულად რატომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია? - იმიტომ ხომ არა, რომ მელიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საკმარისი რაოდენობით არ არსებობდა?

- კონკრეტულად არ ვიცი პროკურატურამ სასამართლოში რა ტიპის მტკიცებულებები წარადგინა. როგორც ჩანს, მოსამართლემ პროკურორის ბრალდებას პირდაპირ ხელი ისე არ მოაწერა, როგორც ადრე ხდებოდა, შესაბამისად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არასაკმარისი იყო. სამაგიეროდ, მელიას მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდა იმის გამო, რომ დესტრუქციული ქმედებები ხელმეორედ არ ჩაიდინოს,  რაც ამ სიტუაციაში ოპტიმალურია. 

სოციალისტი ზაალ ანჯაფარიძე - "საქართველოში კრიზისი ისეთ ფაზაშია შესული, რომ ერთი ადამიანის (გიორგი გახარიას) გადადგომა მდგომარეობას ვერ განმუხტავს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი ხელისუფლების დემონტაჟისკენ არის მიმართული. ნათელია, რომ “ქართული ოცნება“ იმაზე უფრო რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მხარეები ან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან ან ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება, არჩევანი მათზეა."
ერთი მხარე არის ქართული ოცნება -პარლამენტი, მთავრობა. ვინ არის მეორე მხარე?!
4 წლის უკან