ლიტვის საზღვრის გადაკვეთისათვის წლის განმავლობაში 90 ქართველი დააკავეს

ლიტვის საზღვრის გადაკვეთისათვის წლის განმავლობაში 90 ქართველი დააკავეს

მიმდინარე წლის განმავლობაში ლიტვაში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 90 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული წლის ამ პერიოდის მონაცემებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას საქართველოს 34 მოქალაქე ცდილობდა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრში მყოფთაგან ყველაზე მეტი სწორედ საქართველოს მოქალაქეა. ისინი ლიტვაში თავშესაფარს ითხოვენ, რეგისტრაციის ცენტრის ერთი დღე-ღამით დატოვების უფლებით სარგებლობენ და ხშირად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წასვლას ცდილობენ.

ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანობაში ლიტვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას 17 ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის (39), ავღანეთის (27), ბელორუსიის (14), სომხეთის (11) მოქალაქე ცდილობდა.