რუსეთი - შევჩენკოსა და კალაძის არჩევანი

რუსეთი - შევჩენკოსა და კალაძის არჩევანი

იტალიური „La Repubblica“ ბეჭდავს ნიკოლა ლომბარდოცის წერილს: „ნახვამდის ფეხბურთო,  მოვიდა პოლიტიკის დრო“.

ავტორი წერს: „ეტყობა, საფეხბურთო კლუბ „მილანის“ გასახდელში უჩვეულო სული ტრიალებს, რომელიც ფეხბურთელებს პოლიტიკისაკენ უბიძგებს.  „მილანის“ ცნობილმა  მოთამაშეებმა - შევჩენკომ და კალაძემ - გადაწყვიტეს პოლიტიკაში წასვლა“.

„მე მივდივარ ფეხბურთიდან და მივიღებ მონაწილეობას  არჩევნებში -  მსურს რაიმე კონკრეტული გავაკეთო ჩემი სამშობლოსთვის“ - განაცხადა შევჩენკომ. დახლოებით ამ ტონში იყო მისი ყოფილი თანაგუნდელის - კახი კალაძის განცხადებაც, რომელიც მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში „დემოკრატიაზე საოცნებოდ“. ისინი იმეორებენ „მილანის“ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის - ჯორჯ ვეას გამოცდილებას:  ეს გულუბრყვილო ექსტრავერტი მხოლოდ მეორე ტურში დამარცხდა მშობლიური ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში!

შევჩენკო ემხრობა პერსპექტიული ადვოკატის, ყოფილი მდიდარი მეწარმის, მოდელის გრაციის მქონე ნატალია კოროლევსკაიას პოლიტიკურ გეზს, რომელმაც დააარსა პარტია: „უკრაინა -წინ!“ კოროლევსკაია ადრე გარიცხული იყო „ბატკივშჩინის“ პარტიიდან რუსოფილობის ბრალდებით. პუტინით აღფრთოვანებულმა კოროლევსკაიამ წააქეზა  შევჩენკო პრორუსულად განწყობილი უკრაინელების ოცნების ხორცშესასხმელად, დასავლურად განწყობილ  თანამემამულეთა წინააღმდეგ!“

„როგორც ჩანს, რუსეთი გახდა მთავარი რგოლი თანაგუნდელთა კავშირში“ - დაასკვნის წერილის დასასრულს ნიკოლა ლომბარდოცი - „ორივე: შევჩენკოცა და კალაძეც მეგობრობენ კრემლის ერთგულ ქვეშევრდომ, „ჩელსის“ მეპატრონე ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან. კალაძე - „ქართული ოცნების“ პარტიის წევრობის კანდიდატი - პირდაპირ გამოვიდა  მოსკოვის დაუძინებელი მტრის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  და მას  არაერთხელ უწოდა  „დიქტატორი“ და  „ხალხის მტერი“!