ლევან ვასაძის პარტია პირდაპირ კრემლიდან არა, მაგრამ რუსული არხებიდან დაფინანსდება

ლევან ვასაძის პარტია პირდაპირ კრემლიდან არა, მაგრამ რუსული არხებიდან დაფინანსდება

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან

“იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში 2003 და 2012 წლების მსგავსი კრიტიკული ვითარება კიდევ შეიქმნა, მაშინ საზოგადოებაში რადიკალური პარტიის წარმოშობის სურვილი ნამდვილად გაჩნდება. ლევან ვასაძის პარტიის შექმნის შემთხვევაში, მას განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია“, - ამის შესახებ “2020NEWS” - თან პოლიტიკის ექსერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ლევან ვასაძის პარტიის დაფინანსება  ხელს არ უნდა აძლევდეს.

- ჩანს, რომ ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მას სურს, რომ ქართულ პოლიტიკაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმის გზით, საკუთარი სათქმელი თქვას. თუმცა ფაქტია, რომ მას პოლიტიკური კაპიტალი საერთოდ არ გააჩნია.  არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას ასეთი რადიკალური დაჯგუფებების შექმნა ხელს აძლევდეს. ის, რაც ახლა ქართულ რეალობაში ხდება, ხელს უწყოს ლევან ვასაძის არა მარგინალიზებას, არამედ პოპულარიზაციას.

- პოლიტიკაში მოსვლის შემთვეევაში, ანტიდასავლური ნარატივის გამტარებელი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის პარტიას ვინ დააფინასებს? - რუსული არხების გავლით კრემლი თუქართული ოცნებისლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოში რადიკალური ფრთის ჩამოყალიბება მაინცდამაინც ხელს არ უნდა აძლევდეს?

- ლევან ვასაძის რიტორიკა თავიდან ბოლომე ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ნარატივში ჯდება. თანაც, რამდენადა ვიცი, მას რუსეთშიც აქვს ბიზნესები. შესაბამისად, მისი პარტია, შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა, პირდაპირ კრემლიდან არა, მაგრამ რუსული არხებიდან დაფინანსდეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს - მას აღნიშნული პარტიის დაფინანსება ხელს ნამდვილად არ უნდა აძლევდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში 2003 და 2012 წლების მსგავსი კრიტიკული ვითარება კიდევ  შეიქმნა, მაშინ საზოგადოებაში რადიკალური პარტიის წარმოშობის სურვილი ნამდვილად გაჩნდება. ამ ეტაზე კი ლევან ვასაძის პარტიას განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

- “ქართულ ოცნებაშიჯერ კიდევ შეუმდგარი საკადრო ცვლილებების შესახებაც მინდა გკითხოთ. ჯანდაცვის  მინისტრი დავით სერგეენკო, სავარაუდოდ, თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. როგორ ფიქრობთ, რა არის აღნიშნულის მიზეზი, სერგეენკოს სხვა თანამდებობისთვის ამზადებენ თუ მის გათავისუფლებას საფუძვლად ბიძინა ივანიშვილის  პირადი ინტერესი უდევს?

- “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა საკმაოდ გაუგებარია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითონაც არ იცის, რატომ უშვებს ერთ მინისტრს და რატომ ტოვებს მეორეს თანამდებობაზე. ქვეყანაში შექმნილი ვითარების დასაბალანებლად, მინისტრთა კაბინეტის გამოცვლაა საჭირო, რას შეცვილს ერთი კაცის, სერგეენკოს გადაყენება, გაუგებარია. თუ "ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მოქმედი მინისტრის კულისებში გადაყვანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მმართველ პარტიასა და ჯანდაცვის სისტემას წაადგება, ძალიან ცდებიან.  სერგეენკოს ბიძინა ივანიშვილთან კომფლიქტი არ ექნებოდა, ამიტომ თანამდებობიდან მისი შესაძლო გადაყენების მიზეზების ახსნა რთულია.