ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "სან ხოსეს" ქართველმა ფეხბურთელმა, ვაკო ყაზაიშვილმა წარმატებულად ითამაშა.
ამერიკის შეერთებული შტატების ღია თასის 1/16 ფინალში "სან ხოსემ" "საკრამენტო" ანგარიშით 4:3 დაამარცხა. გუნდის წარმატებაში მთავარი წვლილი ყაზაიშვილს მიუძღვის.
ქართველმა ნახევარმცველმა 78-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მაშინ როცა ანგარიში 3:3 იყო, მეკარესთან პირისპირ გასულმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.
თასის მერვედფინალში "სან ხოსე" "სიეტლი" - "პორტლენდის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.