„როგორ შეიძლება ბორჯომი იყოს რუსული ბიზნესი? სად გვაქვს თავმოყვარეობა?“

„როგორ შეიძლება ბორჯომი იყოს რუსული ბიზნესი? სად გვაქვს თავმოყვარეობა?“

რუსეთის სპეცსამსახურები და მათი ინტერესები საქართველოში ცხადია. გარდა პოლიტიკურისა, რუსეთის მთავარი მიზანია ქართულ ეკონომიკაში დამკვიდრება. სუს–ის 2018 წლის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდინარეობს „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებით ბრძოლა. ასევე მნიშვნელოვანია სუს–ის ანგარიშის რამდენიმე ქვეთავი, იგივე კონტრდაზვერივითი საქმიანობის, სადაც ვკითხულობთ, რომ რუსეთი კვლავ ინარჩუნებს შესაძლებლობას საქართველოში მოახდინოს ტერორისტული აქტების ინსცენირება.

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესასწავლია სხვადასხვა სფეროში რუსული ბიზნესის წილი და რამდენად საფრთხის შემცველია როგორც მთლიანად, ასევე დარგობრივად.

საქართველოში რუსული კომპანიების გააქტიურება აშკარა გახდა. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისპრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ მას არ ესმის, რუსულმა კომპანიამ რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი რომ იყიდოს, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს. არის სტრატეგიული აქტივები, რომელებთან მიმართებაშიც საფიქრალია, ვინ იქნება მათი მფლობელი, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ბატონო ამირან, როგორ ფიქრობთ რუსული კომპანიების შემოსვლა არ არის მონოპოლიის საფრთხე ქვეყნისთვის?

ამირან სალუქვაძე: ზოგადად, მონოპოლია ანგრევს ეკონომიკას. უცხო ქვეყნების მონოპოლიები ან დომინირება ეკონომიკაში, ყოველთვისაა საფრთხის ან რისკების შემცველი. ყოველთვის, როცა ქვეყანა დამოკიდებული ხდება სხვა სახელმწიფოს მონაწილეობაზე ეკონომიკაში, ეს გავლენას ახდენს პოლიტიკაზეც. ყველაზე მეგობრულ სახელმწიფოს, სტრატეგიულ პარტნიორსაც კი უნდა ეფერო-ხოლმე. ასეთ მაგალითებს ხშირად ვადევნებთ თვალს. რა თქმა უნდა, გაცილებით საფრთხილოა, როცა ქვეყნის ეკონომიკაში იზრდება იმ სახელმწიფოს წილი, რომელთანაც არ გაგაჩნია დიპლომატიური ურთიერთობები, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ორი რეგიონი.

რა თქმა უნდა, შესასწავლია სხვადასხვა სფეროში რუსული ბიზნესის წილი და რამდენად საფრთხის შემცველია როგორც მთლიანად, ასევე დარგობრივად - ეს აქსიომაა. მაგრამ გაკვირვებას იწვევს იმ პოლიტიკური ძალის ხმაური, რომელმაც აგვისტოს ომიდან მალევე საზღვრები გაუხსნა რუსულ ტურიზმს, რუსულ კაპიტალს, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს, რომელმაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეუშვა. საზოგადოებისთვის უცნობია მსხვილი ენერგოობიექტების თუ წიაღისეულის მომპოვებელი რუსული კომპანიების ჩამონათვალი, ბორჯომი რად ღირს მხოლოდ. როგორ შეიძლება ბორჯომი იყოს რუსული ბიზნესი, სად გვაქვს თავმოყვარეობა? მხოლოდ ხმაურის და აჟიოტაჟის შნო გვაქვს, ისიც ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. უამრავი კვლევაა ღია წყაროებში. 2010 წელს, ანუ ომიდან 2 წელში, რუსული ბიზნესის მოცულობა საქართველოში 5– ჯერ გაიზარდა. როგორ შეიძლებოდა „ბილაინის“ შემოყვანა კომუნიკაციების სფეროში, კომპანია დაკავებულია პირადი ინფორმაციის შეგროვებით.

კომპანია „ლუკოილმა“ 2011–12 წლებში 30 სახელმწიფო ტენდერი მოიგო 33 განაცხადიდან. ამიტომ, ვინც ხმაურობს, ჯერ ამ კითხვებს უნდა უპასუხონ. შემოშვება იოლია, შეზღუდვაა რთული, რადგან ყოველთვის იწვევს კონფლიქტს და დაძაბულობას. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამ მიმართულებით და მიიღოს გონივრული ზომები. რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეზღუდვა, შეკავება აუცილებელია, ამისათვის უნდა არსებობდეს სხვადასხვა ბერკეტები.

არის მეორე საკითხი, დაუშვებს კი ხელისუფლება მონოპოლიას, რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას, მის ევროატლანტიკურ მიმართულებას? ვიცით, რომ რუსული კაპიტალის უკან დგას პოლიტიკა და არა ბიზნესი...

– ყველა წარმომავლობის კაპიტალის უკან დგას პოლიტიკა. რუსეთი კი განსაკუთრებით აგრესიულად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს. გვახსოვს, უახლეს ისტორიაში რამდენჯერ გამოიყენა ემბარგო როგორც ჩვენს პროდუქციაზე, ასევე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. საქართველოში, პუტინის შემდეგ, ალბათ, ყველაზე ცნობადი სახე გენადი ონიშჩენკოა, ერთ დროს რუსეთის მთავარი სანიტარი. ხელისუფლება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას არ დაუშვებს. ამ საკითხზე ბევრჯერ იყო საუბარი და გაზვიადება არ ღირს. ოღონდ აქ უნდა დავინახოთ სხვაობა ნავთობპროდუქტების რეალიზებასა და გაზის ან ელენერგიის მოხმარებას შორის.

რას გულისხმობთ?

– ნავთობპროდუქტები შემოდის აზერბაიჯანიდან, ევროპიდან. რუსეთი არაა ერთადერთი მომწოდებელი. რაც შეეხება გაზს, აქ ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია. რუსეთის წილი მიზერულია. გაზპრომის ახალი ხელშეკრულების ირგვლივაც ატეხილი აჟიოტაჟი გაზვიადებულია. გაცილებით ცუდადაა საქმე ელექტროენერგიით მომარაგების სფეროში. თუმცა, უკვე მოგახსენეთ, საიდან მოდის ფესვები და პუბლიკაზე ხმაურს სჯობს, დასხდნენ ხელისუფლებასთან ერთად და იფიქრონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ოპოზიციონერობა არ ნიშნავს მხოლოდ ხმაურს. ისინიც ხელისუფლებაში არიან, ოღონდ უმცირესობით და ამისათვის ანაზღაურებას იღებენ.

ვიცით, რომ ელექტროენერგია სწორედ ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. მათ შორის უმსხვილესია რუსულიინტერ რაო“, რომლის აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან. „გაზპრომისერთერთი ხელმძღვანელი დენის ფედოროვი, გაზის კომპანიაროსნეფტისპრეზიდენტი იგორ სეჩინი და .. რუსული კომპანიისლუკოილისშვილობილი კომპანიაალუკოილ ჯორჯია“, რომელიც ფლობს 62 ბენზინგასამართ სადგურს და ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. „ლუკოილიიმ რუსულ კომპანიებს შორისაა, რომელსაც აშშმა და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის შემდეგ სანქციები დაუწესა. დასავლეთში სანქცირებული რუსულმა კომპანიაროსნეფტმა“ „პეტროკას ენერჯი ლიმიტედის“ 49%–იანი წილი შეიძინა, „პეტროკასი“ კი ფლობსგალფს“. გავრცელებული ცნობითპეტროკასი“ აპირებსვისოლის“ ან ყიდვას, ანგალფთან“ვისოლის“ გაერთიანებას, რა შეიძლება მოყვეს ენერგო ბაზარზე ასეთ გარიგებას?

– თქვენს კითხვაში, ფაქტობრივად, სრული ანალიზი დევს. არ მინდა ეკონომისტების სფეროში შევიჭრა და ეკონომიკური ანალიზი გავაკეთო. მე მხოლოდ პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჭრილში გესაუბრებით. რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები რისკების შემცველია. უბრალოდ, იმ პოლიტიკოსებს არ ეთქმით სიტყვა, რომლებმაც ამ ტენდენციებს დასაბამი მისცეს, საძირკველი ჩაუყარეს. მთავრობამ კი სერიოზული ანალიზი უნდა გააკეთოს, გამოკვეთოს მოწყვლადი სფეროები, განსაზღვროს ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას. რუსეთისთვის ენერგეტიკა არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. თავის ენერგეტიკული განვითარების კონცეფციაში უწერია კიდევაც, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტია გავლენის მოპოვების კუთხით. ალბათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რა წილს ფლობს რუსული ბიზნესი გაზის სფეროში - ნავთობში თუ ნავთობპროდუქტებში და რამდენად რისკების შემცველია, მით უფრო ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობა.

ნორმალური სახელმწიფოებისთვის პოლიტიკაა ეკონომიკისთვის, ანუ კეთილდღეობისთვის. რუსეთში ყველაფერი უკუღმაა, ეკონომიკაა პოლიტიკისთვის. რაც შეეხება ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იგი ნაკლებადაა საფრთხის შემცველი, ვიდრე გაზის ან ელენერგიის მოხმარება, როგორც მოსახლეობის, ასევე კომერციული ობიექტების მიერ. თუმცა, შეზღუდვები აქაც უნდა არსებობდეს და რუსულ ნავთობკომპანიებს არ უნდა მივცეთ ბაზრის მონოპოლიზების და ბაზარზე სხვა მოთამაშეების ჩაძირვის საშუალება.

როდესაც ვსაუბრობთროსნეფტზე“, რა საფრთხეა მისი შემოსვლა საქართველოსთვის? რამდენადაც ჩვენ ვიცით, ნავთობის ძიების ინიცირება უნდოდათ იგივე აფხაზეთის აკვატორიაში.

– პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ „როსნეფტის“ მხოლოდ 50% ეკუთვნის რუსეთს, კერძოდ „როსიმუშჩესტვო“–ს. დანარჩენი 50% აქციონერების ხელშია. მათგან ყველაზე მსხვილ წილებს, 19,5-19,5% ფლობენ ბრიტანული BP და შვეიცარიული QHG Oil Ventures. თუმცა, კომპანია რუსეთშია განთავსებული, რუსულია, რუსეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა და, შესაბამისად, როგორც ზემოთ თქვენსავე კითხვაში აღნიშნეთ, პოლიტიკის ინსტრუმენტია. უბრალოდ, დინჯად უნდა გავაანალიზოთ რა ხდება.

ერთია, თუ „როსნეფტი“ ქართულ ბიზნესს შეავიწროვებს, მეორეა - თუ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენების წილების შეძენით გაზრდის თავის აქტივებს ქართულ ბაზარზე. ჯერჯერობით ვეცნობი კვლევებს. სამწუხაროდ, ჩვენთან საექსპერტო კვლევები, როგორც ეკონომიკაში, ასევე ენერგეტიკაში გაჯერებულია ვიწროპოლიტიკური ინტერესებით და რთულია ობიექტური სურათის დანახვა. თუმცა, რეკომენდაცია ხელისუფლებისთვის უკვე გავაჟღერე და იგივეს გავიმეირებ: მონოპოლიები არ უნდა დავუშვათ.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რატომ შემოგვაქვს გაზი რუსეთიდან, როდესაც აზერბაიჯანს აქვს ყველა რესურსი, რომ მთლიანად დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილება. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ შაჰდენიზის პროექტი ფართოვდება და იქედანაც რაღაც გვეკუთვნის. რუსეთის ფაქტორის გამოყენება იმისათვის, რომ აზერბაიჯანიდან რაღაცა მიიღო, ეს არ არის კონსტრუქციული გზა?

– გაზსადენებიდან, როგორც სატარიფო ღირებულებით, ასევე გამოყოფილი კვოტით, ჩვენი საჭირო მოხმარების მხოლოდ ნაწილს მივიღებთ. დანარჩენს, საკმაოდ დიდ მოცულობაზე არ უნდა არსებობდეს მონოპოლია. რამდენადაც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, „გაზპრომის“ გაზით მიქსირება, შერევა ხდება. ალბათ ამის აუცილებლობა არსებობს.

თუ ისე მივუდგებით, რომ „გაზპრომისთვის“ „ხელის ჩამორთმევა“ არ შეიძლება, მაშინ სატრანზიტო ხელშეკრულებაც არ უნდა გავაფორმოთ და საერთოდ გავაძევოთ რუსული ბიზნესი. თუ რაღაც დოზით, იძულებით გვიწევს თანამშრომლობა, მთავარია ეს დოზა არ იყოს საფრთხის შემცველი. აზერბაიჯანიც უნდა ხედავდეს, რომ სხვა წყარო არსებობს. ეს აუცილებელია არსებული პირობების, როგორც მინიმუმ, შესანარჩუნებლად. მივადევნოთ თვალი. მცირე მოცულობებში საფრთხეს ვერ ვხედავ. მთავარია ზრდის ტენდენციები არ იყოს.

Serapina ბმული
5 წლის უკან
Serapina ბმული
5 წლის უკან
trampi ჭკვიანი კაცი....მაგრამ ვის რაში სჭირდება მაგისი სიჭკვიანეე?
კიდევ ის მიკვირს ...... ამ ნაცებს რატო პირში ეგრევე ბურთს არ სჩრიან, ამ რუსეთზე რომ დაიწყებენ ხოლმე ყვირილს---- რუსეთი, რუსეთი, რუსეთუმეო, თვითონ ყვე;ლაზე დიდ რუსულ საქმეს რომ აკეთებენ?
მაგრამ ვის აააქვს საქართველოს და საქმის ჯავრი?...

წერის იშტაც კი არაააქვს ადამიანს.... იმდენად უაზრო გახდა ირგვლივ მიმდინარე პროცესები .
შავზე გვიმტკიცებენ თეთრიაო ...
..გადაიჭერი ვენები რააა...ვის აააქვს შენი ჯავრი ?
.......და ქარავანიც მიდის და მიდის ....უაზრობა გახადეს ყველაფერი
ჰოოოდა მართალია ის კაცი------იმ მთავრობისაც...... ამ მთავრობისაც და....... ავანსად კიდევ...... ვინც მოვა იმისიც......
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ნამდვილი ექსპერტი, ჭკვიანი კაცი, გენერალი , საუკეთესო ადამიანი, მოკლედ ასეთი ხალხი ქვეყანაში გყავდეს და კიდევ ეძებდე პროფესიონალებს, არ ვიცი რაა, რა გვჭირს.
5 წლის უკან