უეფას ყოფილი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ შვედეთის საფეხბურთო კავშირი იუწყება.
იუჰანსონი უეფას 1990-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე ის მიშელ პლატინიმ შეცვალა.
„უეფაში ვწუხვართ ყოფილი პრეზიდენტის ლენარტ იუჰანსონის გარდაცვალების შესახებ გამო. ვუსამძიმრებთ მის მეგობრებსა და ახლობლებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს. ეს დიდი დანაკლისია“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
მათივე განცხადებით, იუჰანსონის პატივსაცემად მიმდინარე კვირაში უეფას ეგიდით დაგეგმილი ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.