„როლან გაროსის“ ჩემპიონატზე ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა

„როლან გაროსის“ ჩემპიონატზე ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა

„როლან გაროსის“ ჩემპიონატზე ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გაირკვა.

წილისყრის შემდეგ ცნობილია, რომ ბასილაშვილი ტურნირს არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსთან მატჩით დაიწყებს. არგენტინელის ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევსა და ფრანგ რიშარ გასკეს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 26 მაისს გაიმართება. მანამდე ბასილაშვილი გასულია ლიონის ტურნირის ნახევარფინალში, სადაც კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდება.

ბასილაშვილისა და ოჟე-ალიასიმის შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.