ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს ასანოიამასთან დამარცხება ჩაუთვალეს

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს ასანოიამასთან დამარცხება ჩაუთვალეს

ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი  მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა.

შერკინების შემდეგ, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს ჩაუთვალეს.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 ბრძოლაა დარჩენილი. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კაკურიუ იქნება.