ბითაძე დრაფტისთვის ნიუ იორკში ემზადება

ბითაძე დრაფტისთვის ნიუ იორკში ემზადება

19 წლის ქართველი ტალანტი გოგა ბითაძე აშშ-ში იმყოფება და NBA-ს მოახლოებული დრაფტისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გახლავთ დაგეგმილი, ამდენად, მომავალ ვარსკვლავებზე დაკვირვება გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.

ბითაძე ნიუ იორკში ჩავიდა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა, სადაც მის გარჯას სკაუტების მთელი არმია აკვირდებოდა. სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში გოგას აქციები სულ უფრო მაღლა იწევს და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მას მინიმუმ დრაფტის მოწინავე ოცეულში აირჩევენ.

20 ივნისის დრაფტი ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარკლაი სენთერში” შედგება.