მენოტი: „მესი ბედნიერია არგენტინის ნაკრებში თამაშით“

მენოტი: „მესი ბედნიერია არგენტინის ნაკრებში თამაშით“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუის მენოტიმ, ჟურნალისტებს „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავის, ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებთან დამოკიდებულებაზე ესაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, მესი ბედნიერია არგენტინის ნაკრებში თამაშით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლო, ვთქვათ, ფეხის ტკივილი მოემიზეზებინა.

მგონი, ქვეყანაზე არ დადის არცერთი ადამიანი, ვისაც მესიზე მეტად უნდა ნაკრებთან ერთად გამარჯვება. თუმცა, ვფიქრობ, თუ მას ჰკითხავთ, ეროვნულ გუნდთან ერთად უნდა ჩემპიონობა თუ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება, მეორეს აირჩევს.“ - უთხრა მენოტიმ Marca-ს.