მარადონა დააკავეს

მარადონა დააკავეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მეხიკოდან დაბრუნებული მარადონას დაკავების მიზეზი ყოფილი მეგობარი ქალის როსიო ოლივას საჩივარი გახდა. 

ის 5.6 მილიონ ევროს განშორების შემდეგ, კომპენსაციის სახით ითხოვს. სხდომა 13 ივნისს არის ჩანიშნული. თავად მარადონა უკვე თავისუფალია.