ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა. ტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველ სუმოისტს მაეგაშირა მეისეიმ მოუგო.

მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინს ჩატარებული 12 ბრძოლიდან 9 მოგება და 3 წაგება აქვს.

იმისთვის რომ ქართველმა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს დარჩენილი 3 დაპირისპირებიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს.