ქორწილი მაქვს და გთხოვთ გაითვალისწინოთ - დაკავებული ფეხბურთელი მოსამართლეს

ქორწილი მაქვს და გთხოვთ გაითვალისწინოთ - დაკავებული ფეხბურთელი მოსამართლეს

„ქორწილი მაქვს და გთხოვთ გაითვალისწინოთ“ - ასე მიმართა ე.წ გაყიდული თამაშების საქმეზე დაკავებულმა ფეხბურთელმა მოსამართლეს. მან ასევე სასამართლო პროცესზე თქვა, რომ დედა ავად ჰყავს. ბრალდებული პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ: დედა მყავს ცუდად, 22 ივნისს კი ქორწილი მაქვს. ვაღიარებ შეცდომა დავუშვი - ასე მიმართა ყოფილმა ფეხბურთელმა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს, რომელიც მის მიმართ პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ლაშა ჩაფიძეს გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას ედება - რაც 4-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე, პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს მოქმედი ფეხბურთელის ირაკლი ხუჭუას ადვოკატმა.

მისი განცხადებით, ირაკლი ხუჭუას ავადმყოფი მშობლები და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ხუჭუას ადვოკატმა პატიმრობის უზრუნველყოფით 5- 10 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა.