თენგიზ შარმანაშვილი დანიელ ფესლერზე: ოდესმე თუ შევხვდები მას, ამ ობიექტურობისთვის მადლობას გადავუხდი. ობიექტურად შემფასებელი ადამიანები სანთლით საძებარი გახდა

თენგიზ შარმანაშვილი დანიელ ფესლერზე: ოდესმე თუ შევხვდები მას, ამ ობიექტურობისთვის მადლობას გადავუხდი. ობიექტურად შემფასებელი ადამიანები სანთლით საძებარი გახდა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის დანიელ ფესლერის გამოსვლას აფასებს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. შარმანაშვილი ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც სიმართლე ევროპაში საყოველთაოდ გაცხადებული იქნება.

„მიხარია, რომ ევროპაში არის გარკვეული წრე ობიექტური პარლამენტის წევრებისა. არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ ოდესმე თუ შევხვდები მას, ამ ობიექტურობისთვის მადლობას გადავუხდი. ობიექტურად შემფასებელი ადამიანები სანთლით საძებარი გახდა და ეს ძალიან ცუდია. მე დარწმუნებული ვარ. დადგება დრო, როდესაც ეს სიმართლე იქნება საყოველთაოდ გაცხადებული და ყველასთვის ცნობილი ევროპაში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა გუშინდელ დებატებაზე განაცხადა: არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთ და დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ მომხდარა.

მარბიელი ასეთ ხალხს უნდა ეძებდეთ; სხვა არააქტიურებს მეტი უნდა ელაპარაკოთ და გაგებინოთ
5 საათის უკან