ალუდა ღუდუშაური დანიელ ფესლერის შეფასებაზე: მორიგ ჯერზე მოხდა ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხილება, რომ არჩევნებთან მიმართებაში მათი პრეტენზია არის საერთოდ უსაფუძვლო

ალუდა ღუდუშაური დანიელ ფესლერის შეფასებაზე: მორიგ ჯერზე მოხდა ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხილება, რომ არჩევნებთან მიმართებაში მათი პრეტენზია არის საერთოდ უსაფუძვლო

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის დანიელ ფესლერის გამოსვლას აფასებს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. ღუდუშაურის განცხადებით, ფესლერის შეფასება ქართული რადიკალური ოპოზიციის მხილებაა.

„მორიგ ჯერზე მოხდა ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხილება, რომ არჩევნებთან მიმართებაში მათი პრეტენზია არის საერთოდ უსაფუძვლო. მათ მიმართ არის ერთადერთი კითხვა - რატომ იგდებენ აბუჩად ქართველ ხალხს და რატომ არ სცემენ საკუთარ მოსახლეობას პატივს”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა გუშინდელ დებატებაზე განაცხადა: არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთ და დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ მომხდარა.