„მანჩესტერი“ და „სიტი“ ერთმანეთს ისკოს შეეცილებიან

„მანჩესტერი“ და „სიტი“ ერთმანეთს ისკოს შეეცილებიან

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ „რეალის“ ნახევარმცველ ისკოთი დაინტერესდნენ - წერს Sport.es. პორტალის ინფორმაციით, მადრიდელები მზად არიან ისკო 120 მილიონ ევროდ გაუშავან. და კიდევ, ინგლისური გრანდების გარდა, ისკოს გადაბირება „პარი სენ-ჟერმენსაც“ სდომებია.

ესპანური მედია უკვე წერდა, რომ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პირად საუბარში ისკოს უკვე უთხრა, რომ მომავალ სეზონში 27 წლის შუახაზელს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავს.

ახლადდამთავრებულ სეზონში ისკომ „რეალის“ მაისურით 37 მატჩი ითამაშა, 6 ბურთი გაიტანა და ერთი საგილე პასი შეასრულა. „სამეფო კლუბთან“ მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი ის 2013 წელს გადავიდა „მალაგიდან,“ 30 მილიონ ევროდ.