ვისია თბილისის ანძა?

ვისია თბილისის ანძა?

საქართველოს მთავრობამ ანძის მფლობელი კომპანია "ალფა-კომის" გასხვისება გადაწყვიტა.

მთავრობამ ანძის ახალი მფლობელის მოძიებასთან დაკავშირებული პროცედურები გაასაიდუმლოა, რამაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისა და რადიოების, ასევე ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია.

თუ ანძის ახალმა მფლობელმა ტარიფები გააძვირა, დისკრიმინაციული მდგომარეობა შეიქმნება, რადგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ნამდვილად არა აქვთ ისეთი ფინანსური რესურსი, როგორიც "ნაციონალურ" ტელერადიოკომპანიებს.

შემაშფოთებელია ისიც, რომ შეიძლება ანძა ხელისუფლების კონტროლირებადმა კომპანიამ ჩაიგდოს ხელში და იქიდან გამომდინარე, რომ ანძა ბუნებრივი მონოპოლისტია, ხელისუფლებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებსა და რადიოებზე ზეწოლის კარგი საშუალება მიეცემა.