იურგენ კლოპმა

იურგენ კლოპმა "ლივერპული" ფინალისთვის მოსამზადებლად ესპანეთში ნაადრევად წაიყვანა

"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გადაწყვიტა, გუნდი ადრე ჩაეყვანა ესპანეთში და აკლიმატიზაცია გაევლო, რადგან ინგლისში ცივა და ალბათ, სწორადაც მოიქცა.

"წითლები" უკვე მარბელაში არიან და ვარჯიშს შეუდგნენ.

ვარჯიშს დაიწყებენ ტრავმამორჩენილი მცველი ენდი რობერტსონი და ნახევარმცველი ნაბი კეიტა. რაც შეეხება თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს, უკვე მწყობრში ჩადგა.

"ტოტენჰემმა" კი მომზადება ლონდონში არჩია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველ ივნისს მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოს" სტადიონზე გაიმართება.