ცნობილი ავსტრიელი ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. ის 70 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს დამძიმდა. სპორტსმენს გრიპის შემდეგ პნევმონია განუვითარდა, საბოლოოდ კი ფილტვების გადანერგვა დასჭირდა.
ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონია. ბოლო წლებში ის ბიზნესით იყო დაკავებული. 1980-იან წლებში მან ავიაკომპანია Lauda Air-ი დააარსა.