ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ტურნირის მე-10 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი კომოსუბი მიტაკეუმს დაუპირისპირდა.
ლევან გორგაძემ მეტოქე მარტივად დაამარცხა. ტოჩის 10 ბრძოლიდან 9 მოგება აქვს და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება.
ნაცუ ბაშოზე სულ 15 ბრძოლა იმართება, შესაბამისად, დარჩენილი 5 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთის მოგებაც საკმარისია.
დღეს გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ.