ბეილი

ბეილი "რეალს": "ან 17 მილიონი გადამიხადეთ, ან დავრჩები და გოლფს ვითამაშებ"

მადრიდის „რეალის“ შემტევი გარეთ ბეილი დანებებას არ აპირებს და მზადაა „სამეფო კლუბში“ დარჩეს, თუნდაც ფეხბურთის ნაცვლად გოლფის თამაში მოუწიოს.

უელსელის განცხადებით, თუ გუნდს მისი გაყიდვა უნდა, მაშინ შესაბამისი თანხაც უნდა გადაუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მადრიდში დარჩენა მისთვის პრობლემა არ იქნება.

„სამწლიანი კონტრაქტი მაქვს. თუ მათ სურს, რომ წავიდე, მაშინ სეზონში 17 მილიონი ევრო უნდა გადამიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩები და თუ გოლფის თამაში მომიწევს, ამას გავაკეთებ“, - თქვა ბეილმა.

ბეილის მომავალზე მცირე კომენტარი ზინედინ ზიდანმაც გააკეთა:

„არ ვიცი რა მოხდება, ბოლო დროს სხვა ფეხბურთელებს ვამჯობინებდი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ზიდანმა.