ინგლისური საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ვენსან კომპანიმ გუნდი დატოვა, წერს - CNN-ი.
33 წლის თავდამსხმელმა მოიგო პრემიერლიგის 4 ტიტული. „მე ბევრჯერ წარმომედგინა ეს დღეს. „მანჩესტერ სიტი“ ჩემთვის ყველაფერია. მე ვცდილობდი დამებრუნებინა ყველაფერი რაც მომცა“- ეს ფრაზა გუნდის კაპიტანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ვენსან კომპანი გუნდში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა. ის გუნდში „ჰამბურგიდან“ 2008 წელს გადავიდა, სამი წლის წინ კი გუნდის კაპიტანი გახდა.
საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ 18 მაისს, ინგლისის თასის ფინალი მოიგო. „მანჩესტერ სიტიმ“ „უოტფორდი" (6:0) დაამარცხა.