ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ტექნიკური მოგება ჩაეთვალა.

ის დღეს ოძეკი ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა.

ტოჩინოშინის ბალანსი 8/1 გახდა. ხვალ ტოჩინოშინი კომოსუბი მიტაკეუმის შეხვდება.