რომის მასტერსის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიიდან საფრანგეთში გადაინაცვლა. ქართველი ჩოგბურთელი ლიონის ტურნირში ჩაებმება.
250-იან შეჯიბრზე ბასილაშვილი პირველ ნომრად იქნება განთესილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიკოლოზს მსგავსი უპირატესობა აქვს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი განთესვა ლიონის ტურნირზე ამერიკელ ჯონ ისნერს უნდა ჰქონოდა, თუმცა ის შეჯიბრიდან მოიხსნა.
ცნობისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებს. მეორეში კი ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.
ლიონის ტურნირი 19-25 მაისს იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 586,140 ევროა.