იაია ტურემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

იაია ტურემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

„ბარსელონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე კარიერას ასრულებს. კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგება. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

როგორც ტურეს აგენტმა დიმიტრი სელიუკმა განაცხადა, 35 წლის სპორტსმენმა ლიზენცია უკვე მოიპოვა და უკვე ივნისში მწვრთნელობას შეძლებს.

იაია ტურემ კარიერა დონეცკის „მეტალურგში“ დაიწყო, საიდანაც ის ბერძნულ „ოლიმპიკოსში“ გადავიდა. მისი ბოლო კლუბი ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ იყო.