საფეხბურთო პორტალმა Goal.com-მა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ჩამონათვალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა წამყვანი პოზიცია. მას კარიერის განმავლობაში 49 ტიტული აქვს მოგებული.
რეიტინგის სამეულში მეორე და მესამე პოზიციები გადაინაწილეს რუმინელმა მირჩა ლუჩესკუმ (32) და უკრაინელმა ვალერი ლობანოვსკიმ (30).
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ალექს ფერგიუსონი - 49
მირჩა ლუჩესკუ - 32
ვალერი ლობანოვსკი - 30
ოტმარ ჰიტცფელდი - 28
ლუიშ ფელიპე სკოლარი - 26
ჯოკ სტეინი - 26
ჟოზე მოურინიო - 25
ხოსეპ გვარდიოლა - 25
ჯოვანი ტრაპატონი - 23
არსენ ვენგერი - 21
ფერგიუსონი 27 წლის განმავლობაში (1986-2013 წლებში) საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობისას მან მრავალი ტიტული მოიპოვა და მრავალი რეკორდი მოხსნა. ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია.