"თემირლანი არაფერ შუაში იყო, სუს-ს მალხაზ მაჩალიკაშვილზე ზეწოლის განხორციელება უნდოდა"

სინამდვილეში თემირლანი არაფერ შუაში არ იყო, სუს-ს უნდოდა მაჩალიკაშვილზე ზეწოლის განხორციელება, რადგან პანკისის ხეობაში უშლიდა მათი გეგმების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილის საწოლში მოუკლეს, მაგრამ სინამდვილეში თემირლანი არაფერ შუაში არ იყო, სუს-ს უნდოდა მაჩალიკაშვილზე ზეწოლის განხორციელება, რადგან  პანკისის ხეობაში უშლიდა მათი გეგმების განხორციელებას.

მე ზუსტად ვიცი  პოლიციის შიდა წყაროებიდან, თელავში დაურეკეს ადგილობრივ პოლიციას და უთხრეს ეხლა წადით დაიჭირეთ მისი შვილი, მოიყვანეთ  და მისი შვილის მეშვეობით უნდოდათ მალხაზზე გავლენის მოხდენა, იქიდან გააგზავნეს თავისი არაპროფესიონალი სპეცრაზმი და დაახლოებით ის ხალხი იყო, ვინც ამას წინათ პანკისიდან გამოაბუნძულეს.

სპეცრაზმი შევარდა ოთხაში და ერთ-ერთ მათგანს ტყვია გაუვარდა, ეს იყო შეცდომა, ეს იყო არაპროფესიონალიზმის შედეგი, ეს იყო არასწორი ბრძანებების შედეგი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეღიარებინათ შეცდომა მათ დაუდარეს გარდაცვლილ თემირლანს ბალიშისქვეშ ხელყუმბარა გააფორმეს საქმე ისე,რომ ტერორისტი იყო და დღემდე არ აღიარებენ თავის დანაშაულს.

ამას მოყვა გაუბედურებული მამის მრავალთვიანი ბრძოლა სამართლიანობისთვის ზაზა სარალიძესთან ერთად.

ზაზამ რამდენიმე თვის შემდეგ რაღაც მექანიზმებით ჩამოაშორეს ამ საქმეს, მაგრამ მე მას ნამდვილად არ ვამტყუნებ იმიტომ, რომ ძალიან დიდი უბედურება გადაიტანა იმ ოჯახმაც. მალხაზი აგრძელებს ერთი კაცის გაბედულ ბრძოლას.

რატომ გადაეკიდნენ მაჩალიკაშვილს? იმიტომ, რომ ჯერ ერთი მას აქვს დიდი ავტორიტეტი პანკისის ხეობაში და მეორეც მან ილაპარაკა სიმართლე ახმედ ჩატაევის ისტორიაზე, რა არის ჩატაევის ისტორია? თქვენ ყველას გახსოვთ ლაფანყური,  ამას ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ 2012 წლის არჩევნების წინ.

რუსებმა გამოაგზავნეს თავისი აგენტი ჩატაევი, რომელმაც ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფი აიყოლია. წაიყვანა ისინი რუსეთის საზღვრისკენ და მეორე მხარეს რუსეთი ატარებდა მანევრებს და ელოდებოდა, როდის  მივიდოდნენ ესენი და შეებრძოლებოდა, ამათ გამოაყოლა უკან და ცხელ კვალზე განეხორციელებინა საქართველოში შემოჭრა.

ეს იყო სუფთა რუსული პროვოკაცია, როცა დავინახეთ, რომ რუსები ამას აკეთებენ ბუნებრივია, ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება, დაგვეღუპა ორი ოფიცერი, ჩატარდა ურთულესი ოპერაცია და ჩატაევი მაშინ დაპატიმრებული იქნა, მაგრამ რა თქმა უნდა, მოვიდა ეს მთავრობა და რუსეთის მითითებით რუსეთის აგენტი გაუშვეს.

ჩატაევი წავიდა სტამბოლში, მაშინ თურქეთს რუსეთთან ურთიერთობები დაეძაბათ, რუსებმა დაავალეს ჩატაევს და მან სტამბოლის აეროპორტი ააფეთქა, იმიტომ, რომ ეს იყო ერდოღანისა და თურქების შანტაჟის ერთ-ერთი ნაწილი. შემდეგ ჩატაევი ამ მთავრობამ რუსების დავალებით ჩამოიყვანა დიდი ფულით თბილისში და ამაზე საუბრობდა მაჩალიკაშვილი.

ამერიკელებმა გაიგეს, რომ ჩატაევი არის თბილისში, შემდეგ ჩაატარეს ამერიკელების დავალებით თბილისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და  ჩატაევი როგორც მოწმე, მოიშორეს  ამჯერად უკვე საქართველოს მთავრობამ, რადგან ცოცხლად არ ჩაბარებოდა და სიმართლე არ ეთქვა, მაგრამ მალხაზს ხომ ვერაფერი უქნეს? და სწორედ ამიტომ შეეწირა მის ავტორიტეტს, მის ინფორმირებულობას, ტრაგიკულად მისი შვილის სიცოცხლე.

ბოლო თვეებში მისი დისკრედიტაციის ოპერაცია მიმდინარეობს, ამ ოპერაციის შედეგი არის ის, რაც ახლა ხდება მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

მე იმდენჯერ ვყოფილვარ გაყალბებული ჩანაწერების მსხვერპლი, რომ მე არ მჯერა არცერთი სიტყვის, რასაც მაჩალიკაშვილზე ამბობენ.

მე ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და გვერდზე დაუდგეს ამ გამწარებულ, სიმართლის მაძიებელ მამას, იმიტომ რომ ეს თითოეულ ჩვენგან ეხება.

აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და სიმპათიებზე, ან ვართ სამართლიანობის მხარეს ან არა, დიდი იმედი მაქვს ქართული საზოგადოება ამ ადამიანს არ გაწირავს“, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.

ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის და ფარულად არის მოპოვებული.