„მანჩესტერი“ დიბალაში 85 მილიონს იხდის

„მანჩესტერი“ დიბალაში 85 მილიონს იხდის

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი, პაულო დიბალა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს, წერს ესპანური Don Balon. გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელს, ტურინული კლუბის ახალწვეულთან, კრიშტიანუ რონალდუსთან ვერ აეწყო ურთიერთობა. კლუბიც წინააღმდეგი არ ყოფილა მისი გაყიდვის. „მანჩესტერს“ კი ტრანსფერში 85 მილიონი ევრო შეუთავაზებია.

ერთი თვის წინათ, „რეალმა“ „იუვენტუსს“ დიბალაში 75 მილიონი შეაძლია, მაგრამ უარი მიიღო. სავარაუდოდ, მადრიდელები დიბალას დაივიწყებენ და ედენ აზარს მიხედავენ.

25 წლის დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წელს გადავიდა „პალერმოდან“ 40 მილიონ ევროდ. „ბებერ ქალბატონთან“ მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.