"შავგულიძის რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიადგა; თავად მიაყენა ძალიან დიდი დარტყმა"

„კარგია, რომ საარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიდის და იმედია, ასე გაგრძელდება. ოპოზიცია ამ არჩევნეს განიხილავს, როგორც ერთგვარ რეპეტიციას საპარლამენტო არჩევნების წინ. მათთვის მნიშვნელოვანია გარკვეული წარმატების მიღწევა, თუმცა ოპოზიციის ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული აზრთა სხვაობა - კონსენსუსი სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებითაც არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.

რეზონანსი": 19 მაისს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. ზუგდიდში რა შანსები აქვთ მმართველი გუნდისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს?

ვალერიან გორგილაძე: ზუგდიდში, მიუხედავად იმისა, რომ რულოვსს გარკვეული რეიტინგი გააჩნია, შენგელიას გამარჯვების რეალური შანსი აქვს. თუ გადავხედავთ პროგრამებს, რულოვსის პროგრამა პოპულისტურია. მათი პროგრამა ძალიან ბევრ პოლიტიკურ მესიჯს ატარებს.

დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც ზუგდიდელებს აწუხებთ. ამ თვალსაზრისით, გიორგი შენგელიას დიდი უპირატესობა გააჩნია, რადგან იქ საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიყვანაზე.

": როგორია ზუგდიდელების დამოკიდებულება სანდრა რულოვსის პერსონის მიმართ? რა გავლენას იქონიებს სააკაშვილი ფაქტორი?

ვ.გ: არასაკმარისია იმისთვის, რომ გამარჯვება იზეიმონ. ოპოზიციური ძალების მცდელობა გარკვეულწილად კიდევ უფრო გაზრდის სანდრა რულოვსის რეიტინგს, მაგრამ რულოვსის რეიტინგზე სააკაშვილის რეიტინგიც აისახება. ასევე, მაღალი ანტირეიტინგიც არ აძლევს საშუალებას ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციიდან იქნება წარდგენილი, გამარჯვება მოიპოვოს.

": როგორ ფიქრობთ, მთაწინდის მაჟორიტარი ვინ გახდება? შალვა შავგულიძეს გამარჯვების რეალური შანსი, თქვენი აზრით, აქვს?

ვ.გ: კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს ის, რომ შავგულიძის რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიადგა; საკუთარ რეპუტაციას, როგორც მოქალაქის, რომელიც არც მანამდე ყოფილა რაიმე სკანდალში გახვეული, მათ შორის არც პოლიტიკურში, თავად მიაყენა ძალიან დიდი დარტყმა; ეს ყველაფერი აუცილებლად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს მის რეტინგსა და შანსებზე ამ არჩევნებზე. პრინციპში, ლადო კახაძემ უნდა გაიმარჯვოს. მასაც ძალიან კონკრეტული გეგმები აქვს მთაწმინდის ოლქთან დაკავშირებით. ასევე, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება.