კეინი: „ტოტენჰემმა“ ხასიათი გამოავლინა. ბიჭებმა გულით ითამაშეს“

კეინი: „ტოტენჰემმა“ ხასიათი გამოავლინა. ბიჭებმა გულით ითამაშეს“

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „აიაქსთან“ გამარჯვების შემდეგ (3:2), „ტოტენჰემის“ ტრავმირებულმა ლიდერმა, ჰარი კეინმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„არაჩვეულებრივი შეხვედრა გამოვიდა. კარგად ვერ დავიწყეთ და „აიაქსს“ თავისი ფეხბურთის თამაშის უფლება მივეცით. მათ ორი გოლი გაგვიტანეს. შესვენებაზე სერიოზულად ვისაუბრეთ. ვთქვით, რომ კიდევ 45 წუთი გვქონდა ვითარების შესაცვლელად.

მერე, როცა ვერტონგენმა ხარიხას გაარტყა ბურთი ვიფიქრე, ჩვენი საღამო არ არის მეთქი. მაგრამ მოურამ ის ჩვენი გახადა.

„ლივერპულმა“ „ბარსელონას“ დამარცხების საშუალება გამოძებნა, ჩვენ - „აიაქსის.“ ახლა ფინალზე უნდა ვიფიქროთ.

ტრიბუნაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რას გავაკეთებდი მინდორზე რომ ვყოფილიყავი. თუმცა აბსტრაქტულ ამბებს თავი დავანებოთ.

„ტოტენჰემმა“ ხასიათი გამოავლინა, ბიჭებმა გულით ითამაშეს და ამისათვის დასაჩუქრდნენ.“ - უთხრა კეინმა უეფას პრესსამსახურს.