ჰოკეიში ჩეხეთის ნაკრების წევრმა, მსოფლიო ჩემპიონმა ადამ სვობოდამ სავარაუდოდ თავი მოიკლა. 41 წლის სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ცნობა ეროვნული ნაკრების თწიტტერ-ზე გამოქვეყნდა.
სუიციდის შესახებ ინფორმაციას გამოცემა sport.cz ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა გამორიცხეს ის, რომ მომხდარში შეიძლება სხვა ადამიანი იყოს დამნაშავე. გამოძიება გარდაცვალების გარემოებებს არკვევს.
ჰოკეის ნაკრების მეკარე ადამ სვობოდა ჩეხეთის ნაკრებისთვის 2001-2008 წლებში თამაშობდა. მან ეროვნული ნაკრებისთვის 32 მატჩი ითამაშა. 2005 წელს ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ - მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი.