ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია „ანორთოსისის” ახალი მწვრთნელი იქნება. „თემურ ქეცბაია სახლში დაბრუნდა” - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ანორთოსისის” ვებგვერდმა წერილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ანორთოსისი” ქართველმა ფეხბურთელმა მოთამაშე-მწვრთნელის რანგში 2003 წელს ჩაიბარა, 2007 წელს კი, ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთო და გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი” 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.